საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩზე ბილეთები ერთ საათში გაიყიდა

© Government of Georgiaმიხეილ მესხის სტადიონი
მიხეილ მესხის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2024
გამოწერა
გუნდები თბილისში 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე ითამაშებენ.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. უეფას ერთა ლიგის 2024/2025 წლის სეზონის პირველ, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე ბილეთების ონლაინ გაყიდვა დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო და ამ დროისთვის უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია.
გუნდები მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისში 7 სექტემბერს ითამაშებენ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ონლაინ – ვებგვერდზე tkt.ge.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
7 სექტემბერი, საქართველო-ჩეხეთი,
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ცნობილია კიდევ ორი ​​საშინაო მატჩის მასპინძელი სტადიონი, სადაც შემოდგომაზე დაგეგმილი თამაშები გაიმართება : 14 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო-ალბანეთის მატჩი ჩატარდება, ხოლო 16 ნოემბერს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ - საქართველო-უკრაინის მატჩი.
„დინამო არენას“ ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სტადიონზე გამართული მატჩების პერიოდში დროებით შეიზღუდება რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება. ამ მიზეზით, ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი თბილისში, ვაკის რაიონში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
რაც შეეხება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტრადიციულ წილისყრას, ის 2024 წლის დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გამოსვლა ერთა ლიგაზე განსაზღვრავს მის ადგილს გუნდების საერთო რეიტინგში. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით მეტია გათამაშების შედეგების მიხედვით სუსტი მოწინააღმდეგის შეხვედრის შანსი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
თავდაპირველად, ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩვეულებრივ 32 გუნდს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ 2017 წლის 10 იანვარს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა მონაწილეთა რაოდენობის 48-მდე გაზრდის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0