„ქართულმა ოცნებამ“ დელეგატი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნა
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პირველად მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) გაიმართება.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ნაწილი - 22 დელეგატის ვინაობა გამოაქვეყნა, რომელთაგან თითოეული ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში იქნება პასუხისმგებელი საარჩევნო კამპანიაზე, ხოლო არჩევნების შემდეგ ამ ოლქის ამომრჩეველთა ინტერესებს პარლამენტში დაიცავს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს სრულიად პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) გაიმართება. ამავდროულად, პარტიების საარჩევნო სიებში დეპუტატობის ცალკეულ კანდიდატებს შეიძლება ეწოდოს დელეგატები, ანუ ამომრჩეველთა პოტენციური წარმომადგენლები ოლქებში. სულ 30 საარჩევნო ოლქია.
„მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ოლქის დელეგატი გახდება დეპუტატობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნების შედეგებით პარტიული სიით მოხვდება პარლამენტში და ოლქში მოიპოვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე მისი მეტოქეები სხვა პარტიიდან.
ამჯერად დასახელდნენ „ქართული ოცნების“ დელეგატი კანდიდატები რეგიონებში. კობახიძის თქმით, თბილისის რვა დელეგატი უახლოეს დღეებში დასახელდებიან.
„ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან.
„არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით“, - განაცხადა კობახიძემ.
კანდიდატი დელეგატები 22 ოლქში:
დეპუტატი დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
რაც შეეხება ისტორიულ სოფლებს დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი - რუსთავი და გარდაბანი
დეპუტატი ზაურ დარგალი- მარნეული-გარდაბანი
ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქი
დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი
დეპუტატი სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა
დეპუტატი პარტიიდან „ხალხის ძალა“ დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთა-მთიანეთი
გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი - გორი-კასპი- გორი
დეპუტატი ზაზა დუგლაძე- ხაშური-ქარელი
დეპუტატი ზაზა ლომინაძე - ქუთაისი
დეპუტატი გივი ჭიჭინაძე - წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი
დეპუტატი პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული
იმერეთის მხარის გუბერნატორი - ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული
სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე - დათო კოდუა - ზუგდიდი
დეპუტატი გიორგი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკი
ბიზნესმენი ილია ინჯია - მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ
დეპუტატი ვასიკო ჩიგოგიძე -ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური
დეპუტატი გოჩა ენუქიძე - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი
მომღერალი, ჯგუფ „ალილოს“ სოლისტი არჩილ ბერიძე - ბათუმი
ბიზნესმენი გია ჭყონია - ქობულეთი
დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე - ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო
ბოლო 20 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს ყველა წინა არჩევნები ტარდებოდა შერეული სისტემით - პროპორციულით, ანუ ხმას აძლევდნენ პარტიას, და მაჟორიტარულით, ანუ ირჩევდნენ კონკრეტულ კანდიდატებს ოლქებში, რომლებიც შემდგომში წარმოადგენდნენ ამ რაიონის ინტერესებს პარლამენტში.