https://sputnik-georgia.com/20240815/janmom-maimunis-yvaviltan-dakavsirebit-globaluri-sagangebo-mdgomareoba-gamoacxada-289463640.html
ჯანმომ „მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანმომ „მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
Sputnik საქართველო
2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა 15,6 ათასს, ხოლო 537 ადამიანი გარდაიცვალა, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში. 15.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-15T11:30+0400
2024-08-15T11:30+0400
2024-08-15T11:30+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
ჯანმო
მაიმუნის ყვავილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270667157_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_2fdd0d3d2290f692e8a0b48a610b6dc5.jpg
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (mpox) ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშირისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.ამ ინფექციური დაავადების აფეთქების გამო დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის აფრიკულმა ცენტრებმა ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.მისი თქმით, აშკარაა, რომ გავრცელების შესაჩერებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო საპასუხო ზომები.ადამიანებში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.2022 წლის ივლისში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ის სწრაფად გავრცელდა სქესობრივი გზით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი მანამდე არ ფიქსირდებოდა.2023 წლის მაისში მას შემდეგ რაც დაავადების შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა, საგანგებო სიტუაცია მოიხსნა. მაგრამ ამის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.უკვე 2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა გასული წლის მაჩვენებლებს - 15,6 ათასზე მეტი შემთხვევა და 537 გარდაცვალება, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.ჯანმოს 12 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 99.176 ინფიცირების შემთხვევა და 208 გარდაცვალება (აქედან 141 აფრიკაში).Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270667157_77:0:1932:1391_1920x0_80_0_0_47fb030b2e25ded79a80a1c2475640d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, ჯანმო , მაიმუნის ყვავილი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, ჯანმო , მაიმუნის ყვავილი
ჯანმომ „მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა 15,6 ათასს, ხოლო 537 ადამიანი გარდაიცვალა, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (mpox) ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშირისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.
ამ ინფექციური დაავადების აფეთქების გამო დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის აფრიკულმა ცენტრებმა ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
„მაიმუნის ყვავილის" აღმოჩენა და სწრაფი გავრცელება აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, მისი აღმოჩენა მეზობელ ქვეყნებში, სადაც აქამდე "მაიმუნის ყვავილი" არ დაფიქსირებულა, და მისი შემდგომი გავრცელების პოტენციალი აფრიკასა და მის მიღმა ძალიან შემაშფოთებელია”, - განაცხადა გებრეიესუსმა.
მისი თქმით, აშკარაა, რომ გავრცელების შესაჩერებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო საპასუხო ზომები.
ადამიანებში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოში დაფიქსირდა.
2022 წლის ივლისში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ის სწრაფად გავრცელდა სქესობრივი გზით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი მანამდე არ ფიქსირდებოდა.
2023 წლის მაისში მას შემდეგ რაც დაავადების შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა, საგანგებო სიტუაცია მოიხსნა. მაგრამ ამის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
უკვე 2024 წელს შემთხვევების რაოდენობა გაცდა გასული წლის მაჩვენებლებს - 15,6 ათასზე მეტი შემთხვევა და 537 გარდაცვალება, ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
ჯანმოს 12 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 99.176 ინფიცირების შემთხვევა და 208 გარდაცვალება (აქედან 141 აფრიკაში).
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.