https://sputnik-georgia.com/20240815/forumi-armia-2024-289465019.html
მიმოხილვა: ფორუმი „არმია-2024“: ყველაფერი ფრონტისათვის
მიმოხილვა: ფორუმი „არმია-2024“: ყველაფერი ფრონტისათვის
Sputnik საქართველო
საერთაშორისო ფორუმზე „არმია - 2024“ ხდება დემონსტრირება უახლესი შეიარაღების სრულყოფილი ტექნოლოგიური დონე. აქცენტი კეთდება რობოტიზირებულ კომპლექსებზე, ხელოვნური... 15.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-15T13:39+0400
2024-08-15T13:39+0400
2024-08-15T13:39+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0f/289464850_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_8b96f166af905932145076836c245668.jpg
საერთაშორისო ფორუმზე „არმია - 2024“ ხდება დემონსტრირება უახლესი შეიარაღების სრულყოფილი ტექნოლოგიური დონე. აქცენტი კეთდება რობოტიზირებულ კომპლექსებზე, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით. რუსეთის და რიგი მეგობარი სახელმწიფოების თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები ოპერატიულად რეაგირებენ მაღალი ინტენსიურობის შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევებზე, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ნატოს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის პროქსი-მონაწილეობით.პოდმოსკოვიეს საგამოფენო ცენტრ „პატრიოტში“ ტარდება Х საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია“. წარმოდგენილია 28 ათასზე მეტი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნიმუში. ყველაზე შთამბეჭდავი სტენდები წარადგინეს რუსეთის, ბელარუსის, ინდოეთის, ირანის და ჩინეთის საწარმოებმა. ფორუმში მონაწილეობას იღებს 120 უცხოური კომპანია და 83 უცხოური დელეგაცია, რომელთაგანაც 39 -ს ხელმძღვანელობენ თავდაცვის მინისტრები და გენერალური შტაბების უფროსები. გარდა ამისა, 226 სამხედრო ექსპერტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამმართველოს ორგანოებიდან.რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და მსოფლიოს დიდი ნაწილის სპეციალისტების მაღალი ინტერესი „პატრიოტის“ პროდუქციის მიმართ შემთხვევითი როდია. სპეციალური სამხედრო ოპერაციის 900 დღე-ღამემ დააჩქარა უახლესი შეიარაღების განვითარება, მოახდინა „უპილოტოების რევოლუცია“ ბრძოლის ველზე, შეცვალა ჯარების ტაქტიკა.ფორუმის პროგრამაშია 180 სამეცნიერო-საქმიანი ღონისძიება (ძირითადი თემატიკაა - უპილოტო სისტემების, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარება) და შეიარაღების მიწოდებაზე კონტრაქტების დადება. რუსეთის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის პრიორიტეტის „ყველაფერი ფრონტისათვის, ყველაფერი გამარჯვებისათვის“. ამასთან, აღინიშნება უზარმაზარი მოთხოვნა უცხოური ქვეყნების მხრიდან.„როსტეხის“ ხელმძღვანელის მოადგილემ ვლადიმირ არტიაკოვმა განაცხადა: „ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, მიუხედავად სანქციებისა, მსოფლიოში აღინიშნება რუსული იარაღისადმი ინტერესის რეკორდული ზრდა. შეკვეთების საექსპორტო პორტფელმა გადააჭარბა 60 მილიონ დოლარს - ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა“. და დასძინა, რომ უკრაინის ფრონტზე ნატოს ქვეყნების დატყვევებულმა საბრძოლო ტექნიკამ „არაფრით გაგვაკვირვა, გარდა ფასისა“.ფორუმ „არმია - 2024“ გახსნის დღეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა დასავლეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში წარმატების 4 კომპონენტი დაასახელა:ფორუმზე პირველად იყო წარდგენილი ლეგენდარული კომპლექსი „ლანცეტი“, უპილოტო მზვერავის ZALA-Z-16 და მართვადი საბრძოლო მასალების მატარებლების "Изделие-51" და "Изделие-52"...რაც შეეხება ახალი შეიარაღების წარმოების დინამიკას, მინპრომტორგის ხელმძღვანელმა ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან აღინიშნება მოცულობის ზრდა: ტანკების - 7,5ჯერ, ჯავშანტექნიკის - 4,5ჯერ, საარტილერიო ჭურვების - 15ჯერ, ავიაბომბების - 55-ჯერ, მაღალი სიზუსტის განადგურების საშუალებების - 3-ჯერ. რუსეთის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსი მოწინააღმდეგეს გამარჯვების არც ერთ შანსს არ უტოვებს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0f/289464850_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_350bfec61ab7ee91b38ab516221063c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა
საერთაშორისო ფორუმზე „არმია - 2024“ ხდება დემონსტრირება უახლესი შეიარაღების სრულყოფილი ტექნოლოგიური დონე. აქცენტი კეთდება რობოტიზირებულ კომპლექსებზე, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით. რუსეთის და რიგი მეგობარი სახელმწიფოების თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები ოპერატიულად რეაგირებენ მაღალი ინტენსიურობის შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევებზე, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ნატოს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის პროქსი-მონაწილეობით.
პოდმოსკოვიეს საგამოფენო ცენტრ „პატრიოტში“ ტარდება Х საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია“. წარმოდგენილია 28 ათასზე მეტი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნიმუში. ყველაზე შთამბეჭდავი სტენდები წარადგინეს რუსეთის, ბელარუსის, ინდოეთის, ირანის და ჩინეთის საწარმოებმა. ფორუმში მონაწილეობას იღებს 120 უცხოური კომპანია და 83 უცხოური დელეგაცია, რომელთაგანაც 39 -ს ხელმძღვანელობენ თავდაცვის მინისტრები და გენერალური შტაბების უფროსები. გარდა ამისა, 226 სამხედრო ექსპერტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამმართველოს ორგანოებიდან.
რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და მსოფლიოს დიდი ნაწილის სპეციალისტების მაღალი ინტერესი „პატრიოტის“ პროდუქციის მიმართ შემთხვევითი როდია. სპეციალური სამხედრო ოპერაციის 900 დღე-ღამემ დააჩქარა უახლესი შეიარაღების განვითარება, მოახდინა „უპილოტოების რევოლუცია“ ბრძოლის ველზე, შეცვალა ჯარების ტაქტიკა.
ფორუმის პროგრამაშია 180 სამეცნიერო-საქმიანი ღონისძიება (ძირითადი თემატიკაა - უპილოტო სისტემების, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარება) და შეიარაღების მიწოდებაზე კონტრაქტების დადება. რუსეთის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის პრიორიტეტის „ყველაფერი ფრონტისათვის, ყველაფერი გამარჯვებისათვის“. ამასთან, აღინიშნება უზარმაზარი მოთხოვნა უცხოური ქვეყნების მხრიდან.
„როსტეხის“ ხელმძღვანელის მოადგილემ ვლადიმირ არტიაკოვმა განაცხადა: „ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, მიუხედავად სანქციებისა, მსოფლიოში აღინიშნება რუსული იარაღისადმი ინტერესის რეკორდული ზრდა. შეკვეთების საექსპორტო პორტფელმა გადააჭარბა 60 მილიონ დოლარს - ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა“. და დასძინა, რომ უკრაინის ფრონტზე ნატოს ქვეყნების დატყვევებულმა საბრძოლო ტექნიკამ „არაფრით გაგვაკვირვა, გარდა ფასისა“.
ფორუმ „არმია - 2024“ გახსნის დღეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა დასავლეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში წარმატების 4 კომპონენტი დაასახელა:
ჯარების უზრუნველყოფა უახლესი და მაღალი სიზუსტის შეიარაღებით;
ახალი ტაქტიკური ხერხების გამოყენება, უპილოტო საბრძოლო მოქმედებების ჩართვით;
მართვის მაღალტექნოლოგიური სისტემის შექმნა, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით;
სამეთაურო შემადგენლობის მომზადების მუდმივი სრულყოფა.
ფორუმზე პირველად იყო წარდგენილი ლეგენდარული კომპლექსი „ლანცეტი“, უპილოტო მზვერავის ZALA-Z-16 და მართვადი საბრძოლო მასალების მატარებლების "Изделие-51" და "Изделие-52"...
რაც შეეხება ახალი შეიარაღების წარმოების დინამიკას, მინპრომტორგის ხელმძღვანელმა ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან აღინიშნება მოცულობის ზრდა: ტანკების - 7,5ჯერ, ჯავშანტექნიკის - 4,5ჯერ, საარტილერიო ჭურვების - 15ჯერ, ავიაბომბების - 55-ჯერ, მაღალი სიზუსტის განადგურების საშუალებების - 3-ჯერ. რუსეთის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსი მოწინააღმდეგეს გამარჯვების არც ერთ შანსს არ უტოვებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე