https://sputnik-georgia.com/20240814/qutaisis-penitenciur-dawesebulebasi-patimrebi-moiwamlnen-289460030.html
ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები მოიწამლნენ
ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები მოიწამლნენ
Sputnik საქართველო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 პატიმარი მოწამვლის ნიშნებით თბილისში არსებულ კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს. 14.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-14T21:41+0400
2024-08-14T21:41+0400
2024-08-14T21:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ჯანდაცვა საქართველოში
სპეციალური პენიტენციური სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22792/55/227925549_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_6ff3c01f4b452ee7da7daea94f177e50.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 პატიმარი მოწამვლის ნიშნებით თბილისში არსებულ კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს.ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22792/55/227925549_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b00ef84d761494212b63c0639905099d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ჯანდაცვა საქართველოში, სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ჯანდაცვა საქართველოში, სპეციალური პენიტენციური სამსახური
ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები მოიწამლნენ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 პატიმარი მოწამვლის ნიშნებით თბილისში არსებულ კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 15 პატიმარი მოწამვლის ნიშნებით თბილისში არსებულ კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა შორის გამოვლენილი ჩივილები შეესაბამება შესაძლო ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომებს. მდგომარეობის შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ექიმ-სპეციალისტთა მიერ მათი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მსუბუქი ხარისხის დარღვევებით. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და დაბრუნდებიან დაწესებულებაში სასჯელის მოხდის ადგილას.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.