„არმია 2024“ - „როსტექმა“ ანტიდრონული ვაზნები წარმოადგინა

© photo: Sputnik / Alexey Nikilskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2024
გამოწერა
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. „როსტექმა“ ფორუმზე „არმია 2024“ სპეციალიზებული ანტიდრონული ვაზნები წარმოადგინა, იუწყება „რია ნოვოსტი“ რუსული სახელმწიფო კორპორაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„გამოფენაზე ნაჩვენებია მცირე ზომის დრონები გამანადგურებელი ორი ვაზნა - IGLA AndDr და IGLA Vector AndDr. ორივე მათგანი 12/76 კალიბრისაა და სხვადასხვა ტიპის დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონები კინეტიკური ენერგიის ხარჯზე უნდა გაანადგუროს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც „როსტექის“ ინდუსტრიულმა დირექტორმა ბეხან ოზდოევმა აღნიშნა, მინი-დრონები დიდ საფრთხეს წარმოადგენს, მათთან ბრძოლა სტანდარტული საშუალებებით, მაგალითად, ჩვეულებრივი საზენიტო რაკეტებით, ყოველთვის ეფექტური არ არის.
„ამიტომ „როსტექი“ ქმნის ალტერნატიულ საშუალებებს - მინი-რაკეტებს, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს, ასევე სპეციალიზებულ საბრძოლო მასალებს, მათ შორის გაუმჯობესებული ეფექტურობის მქონე ვაზნებს“, - აღნიშნა ოზდოევმა.
ფორუმი „არმია 2024“ პოდმოსკოვიეს პარკ „პატრიოტში“ იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0