https://sputnik-georgia.com/20240814/emuqreba-tu-ara-mwerebi-firosmanis-naxatebs-galereis-administracia-289452030.html
ემუქრება თუ არა მწერები ფიროსმანის ნახატებს - გალერეის ადმინისტრაცია
ემუქრება თუ არა მწერები ფიროსმანის ნახატებს - გალერეის ადმინისტრაცია
Sputnik საქართველო
ეროვნული გალერეა 16 აგვისტოდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს 14.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-14T18:00+0400
2024-08-14T18:00+0400
2024-08-14T18:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270208648_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_33fef47ea533e2616cf9b7644606639d.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დაცული ერქსპონატებისა, მათ შორის დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს მწერები, რომლებიც დროებითი ექსპოზიციიდან რამდენიმე ნახატზეა აღმოჩენილი, ნათქვამია გალერეის ადმინისტრაციის განცხადებაში.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროვნული გალერეის უიშვიათეს ექსპონატებს ტკიპები ემუქრება, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში 13 აგვისტოს გაჟღერდა. მსგავს ინფორმაციას გალერეაში ზედაპირული უწოდეს.გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და ნამუშევრები საგამოფენო სივრციდან გაიტანა.გალერეის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ გალერეაში მწერები დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა.ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან ჩვეული განრიგით უმასპინძლებს და დამთვალიერებელი იხილავს სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას, წერია ინფორმაციაში.დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (ცისფერი გალერეა) ეროვნული მუზეუმის ნაწილია და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცე. გალერეის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანის, დავიდ კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები.საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/08/270208648_104:0:968:648_1920x0_80_0_0_e693cdbd5e42f2dde79131564049371a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ემუქრება თუ არა მწერები ფიროსმანის ნახატებს - გალერეის ადმინისტრაცია
ეროვნული გალერეა 16 აგვისტოდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დაცული ერქსპონატებისა, მათ შორის დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს მწერები, რომლებიც დროებითი ექსპოზიციიდან რამდენიმე ნახატზეა აღმოჩენილი, ნათქვამია გალერეის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროვნული გალერეის უიშვიათეს ექსპონატებს ტკიპები ემუქრება, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში 13 აგვისტოს გაჟღერდა. მსგავს ინფორმაციას გალერეაში ზედაპირული უწოდეს.
გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და ნამუშევრები საგამოფენო სივრციდან გაიტანა.
„საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა. აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გალერეის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ გალერეაში მწერები დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა.
ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან ჩვეული განრიგით უმასპინძლებს და დამთვალიერებელი იხილავს სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას, წერია ინფორმაციაში.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (ცისფერი გალერეა) ეროვნული მუზეუმის ნაწილია და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცე. გალერეის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანის, დავიდ კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული.