https://sputnik-georgia.com/20240813/zlierma-wvimam-batumso-qucebi-da-sacxovrebeli-saxlebi-datbora-289434850.html
ძლიერმა წვიმამ ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა
ძლიერმა წვიმამ ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა
Sputnik საქართველო
მერიის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ზღვაში ჩამავალი სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდაზე. 13.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-13T14:40+0400
2024-08-13T14:40+0400
2024-08-13T14:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
სტიქიური მოვლენები
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259791149_0:158:2048:1310_1920x0_80_0_0_e6d885f839b1d4bd8ce3f1dba8c1a4d2.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა ბათუმის მცხოვრებლებს და სტუმრებს, სადაც ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები და ეზოები დატბორა, რამდენიმე ქუჩაზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც იყო გართულებული.ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც.მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა. რაც შეეხება ქალაქის მოსახლეობისგან შემოსულ შეტყობინებებს, მერის თქმით, ინციდენტების შესახებ სულ 50-მდე შეტყობინება იყო შემოსული.„აუცილებელია აღინიშნოს, რომ როგორც მუნიციპალური, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან და მოსახლეობას სათანადო დახმარებას უწევენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.მერიის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში წმინდავდნენ სანიაღვრე ჭებს და ზღვაში გამსვლელ არხებს. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259791149_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_491e97988a77969e7086d64b2aa431e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, ბათუმი
ძლიერმა წვიმამ ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა
14:40 13.08.2024 (განახლებულია: 14:41 13.08.2024) მერიის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ზღვაში ჩამავალი სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდაზე.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა ბათუმის მცხოვრებლებს და სტუმრებს, სადაც ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები და ეზოები დატბორა, რამდენიმე ქუჩაზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც იყო გართულებული.
ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც.
„სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე, 14 ლოკაციაზე გარკვეული შეფერხებები გამოიწვია. ტრადიციულად, ეს ის ადგილებია, რომლებიც ზღვის დონეზე დაბლაა, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა როგორც კერძო სახლების ეზოებში, ასევე საცხოვრებლის მისამართებზე “, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა. რაც შეეხება ქალაქის მოსახლეობისგან შემოსულ შეტყობინებებს, მერის თქმით, ინციდენტების შესახებ სულ 50-მდე შეტყობინება იყო შემოსული.
„აუცილებელია აღინიშნოს, რომ როგორც მუნიციპალური, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან და მოსახლეობას სათანადო დახმარებას უწევენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მერიის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში წმინდავდნენ სანიაღვრე ჭებს და ზღვაში გამსვლელ არხებს. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.