ტყუპი ძმების დაღუპვა ზუგდიდში - მკაცრი ბრალდებები და საჯარო უწყებების რეაქცია

© photo: Sputnik / Stringerსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2024
გამოწერა
სწორედ ანთებული სანთელი სახელდება ხანძრის ძირითად მიზეზად, რომლის დეტალებიც ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში ხანძრის შედეგად ექვსი წლის ტყუპი ძმების დაღუპვამ სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი და უამრავი ჭორი გამოიწვია, რისი უგულვებელყოფაც სახელმწიფო უწყებებს მოუწია.
ხანძარი ზუგდიდში ბუკიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში დაიწყო, როდესაც ბინაში იმყოფებოდა ოთხი არასრულწლოვანი ბავშვი - ექვსი წლის ტყუპები და ორი უფროსი ბავშვი. უფროსები სახლში არ იმყოფებოდნენ.
ხანძარს თავი დააღწიეს უფროსმა და-ძმამ - 10 და 11 წლის ასაკის ბავშვებმა. დედა სახლში არ ყოფილა, ის ღამის ცვლაში მუშაობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ბინაში, რომელშიც ოჯახი ქირით ცხოვრობდა, გადაუხდელობის გამო დენი და გაზი იყო გათიშული, და ვარაუდობენ, რომ ხანძარი ანთებული სანთლისგან გაჩნდა.
ზუგდიდში ხანძარს ბავშვების სიცოცხლე შეეწირა >>
სწორედ ანთებული სანთელი სახელდება ხანძრის ძირითად მიზეზად, რომლის დეტალებიც ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
შსს-ში მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება გაუფრთხილებლობით ობიექტის დაზიანებისა და განადგურების შესახებ, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მეხანძრე-მაშველების მუშაობა
ხანძრის შემდეგ დაზარალებულთა მეზობლებმა განაცხადეს, რომ ხანძრის ჩაქრობა გართულდა იმის გამო, რომ ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა, სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს.
„განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება.
ოჯახის სოციალური მდგომარეობა
როგორც მეზობლებმა განაცხადეს, ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდნენ და დედასთან დროებით ცხოვრობდნენ.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კი ეს ინფორმაცია უარყო. უწყების მონაცემებით, დედა შვილებს 2018 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით დააშორეს, მაგრამ 2023 წლის 1 აპრილიდან ბავშვები ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ.
„რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა“, - აღნიშნეს სააგენტოში.
უწყების მონაცემებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი კანონით განსაზღვრულ ვადებში პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს.
ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს.
2023-2024 წლებში ოჯახმა ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვნები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში.
ყველა ახალი ამბავი
0