სლუცკი: უკრაინის არმია ენერგოდარის ინფრასტრუქტურას ურტყამს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2024
გამოწერა
თბილისი, 13 აგვისტი — Sputnik. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იერიში მიაქვთ ენერგოდარის ინფრასტრუქტურაზე, მიუხედავად ბირთვული კატასტროფისა და ჩერნობილის ტრაგედიის განმეორების რისკებისა, წერს დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი Telegram-არხზე.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სროლას ენერგოდარის სასაზღვრო ზონაში. ურტყამენ ინფრაქსტრუქტურას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბირთვული კატასტროფის საფრთხე და ჩერნობილის ტრაგედიის განმეორდების რისკები“, — აცხადებს იგი.
სლუცკის თქმით, დასავლეთი ხელს უწყობს „ბანდერას მხეცის" ბირთვულ ტერორიზმს მანტრით „დაუბრუნეთ ზაპოროჟიეს ატომური სადგური უკრაინას".
მანამდე „როსატომი“ იტყობინებოდა, რომ 11 აგვისტოს საღამოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების ორი პირდაპირი დარტყმის შედეგად, სადგურის გრადირენი სერიოზულადდაზიანდა. რუსულმა სახელმწიფო კორპორაციამ მომხდარს ბირთვული ტერორისტული აქტი უწოდა.
თავის მხრივ, ქარხნის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარსარანაირიგავლენაარმოუხდენიაატომურიელექტროსადგურისმუშაობაზე, მსხვერპლი არ ყოფილა, ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მუშაობის ლიმიტებისა და პირობების დარღვევა არ დაფიქსირებულა და რადიაციული ფონი ნორმაშია.
ყველა ახალი ამბავი
0