გმირთა მოედანზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები წესდება

© photo: Sputnikესტაკადა გმირთა მოედანზე
ესტაკადა გმირთა მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2024
გამოწერა
ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე ხვალიდან ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ 10 დღის განმავლობაში იქნება შეზღუდული.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. გმირთა მოედნის ესტაკადაზე 14 აგვისტოდან გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0