https://sputnik-georgia.com/20240813/bulgaretsi-saqartvelos-gavlit-setanili-400-kg-meti-narkotiki-armoacines-289437183.html
ბულგარეთში საქართველოს გავლით შეტანილი 400 კილოზე მეტი ნარკოტიკი აღმოაჩინეს
ბულგარეთში საქართველოს გავლით შეტანილი 400 კილოზე მეტი ნარკოტიკი აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
ნარკოტიკი დეკლარირებულ ტვირთში იყო დამალული. 13.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-13T15:42+0400
2024-08-13T15:42+0400
2024-08-13T16:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბულგარეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23923/12/239231274_0:136:2589:1592_1920x0_80_0_0_70f747ea66e1292252030ba722d8fe96.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ბულგარეთში საქართველოს გავლით შეტანილი 35 მლნ ევროს ღირებულების ჰეროინი აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.ბულგარელმა სამართალდამცველებმა 436 კილოგრამი ჰეროინი ბურგასის პორტში, ტრაილერიდან ამოიღეს. 434 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკი დეკლარირებულ ტვირთში იყო დამალული.არსებული ინფორმაციით, ტრაილერი სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან ჯერ საქართველოში, ბათუმის პორტში შემოვიდა, შემდეგ კი შავი ზღვით ბურგასში გადაიტანეს. მარშრუტის საბოლოო დანიშნულების ადგილი საბერძნეთი იყო.ბულგარეთის პროკურატურის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, ივან სოკოლოვის განცხადებით, ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პორტში ტრაილერი უჩვეულოდ ხანგრძლივად იყო გაჩერებული.„ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირი აღმოუჩენიათ“, - განაცხადა საოლქო პროკურორმა, ჯორჯი ჩინევმა.ბულგარეთში ნარკოტრაფიკინგი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23923/12/239231274_143:0:2447:1728_1920x0_80_0_0_d046c61e248e41edcfcb472e81550716.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბულგარეთი
ახალი ამბები, საქართველო, ბულგარეთი
ბულგარეთში საქართველოს გავლით შეტანილი 400 კილოზე მეტი ნარკოტიკი აღმოაჩინეს
15:42 13.08.2024 (განახლებულია: 16:42 13.08.2024) ნარკოტიკი დეკლარირებულ ტვირთში იყო დამალული.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ბულგარეთში საქართველოს გავლით შეტანილი 35 მლნ ევროს ღირებულების ჰეროინი აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ბულგარელმა სამართალდამცველებმა 436 კილოგრამი ჰეროინი ბურგასის პორტში, ტრაილერიდან ამოიღეს. 434 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკი დეკლარირებულ ტვირთში იყო დამალული.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერი სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან ჯერ საქართველოში, ბათუმის პორტში შემოვიდა, შემდეგ კი შავი ზღვით ბურგასში გადაიტანეს. მარშრუტის საბოლოო დანიშნულების ადგილი საბერძნეთი იყო.
ბულგარეთის პროკურატურის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, ივან სოკოლოვის განცხადებით, ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პორტში ტრაილერი უჩვეულოდ ხანგრძლივად იყო გაჩერებული.
„ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირი აღმოუჩენიათ“, - განაცხადა საოლქო პროკურორმა, ჯორჯი ჩინევმა.
ბულგარეთში ნარკოტრაფიკინგი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.