ალიხანოვი: მსოფლიოს მზერა რუსულ იარაღზეა მიჯაჭვული

© photo: Sputnik / Sergey Bobilev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2024
გამოწერა
თბილისი, 12 აგვისტო − Sputnik. მსოფლიოს ყველა კონტინენტზე დაჟინებით აკვირდებიან რუსულ იარაღს, რომელიც მაღალი ინტენსივობის ბრძოლებში გადის გამოცდას, განაცხადა რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ანტონ ალიხანოვმა ფორუმ „არმია 2024-ის“ გახსნაზე, რომელიც 12-14 აგვისტოს იმართება პოდმოსკოვიეს პარკ „პატრიოტში“.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში რუსულ იარაღზე ყველა კონტინენტის ქვეყნების თავდაცვის უწყებების მზერაა მიჯაჭვული. ის მაღალი ინტენსივობის ბრძოლებით გადის გამოცდას რთულ ვითარებაში, უპილოტო სისტემების, კონტრბატარეული ბრძოლის ახალი ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების პირობებში“, − აღნიშნა ალიხანოვმა.
მისი თქმით, რუსული იარაღის სრულყოფისა და დახვეწისთვის რუსეთში სამხედრო უწყებისა და მრეწველობის ურთიერთქმედების უპრეცედენტო დონეა მიღწეული. ეს კი, მინისტრის თქმით, საშუალებას აძლევს საწარმოებს, რომ ოპერატიულად და ეფექტურად ირეაგირონ ფრონტის ყველა მოთხოვნაზე.
ყველა ახალი ამბავი
0