https://sputnik-georgia.com/20240811/sizmarsi-var-talaxazis-da-petriasvilis-pirveli-emociebi-olimpiadaze-gamarjvebis-semdeg-289405457.html
სიზმარში ვარ - ტალახაძის და პეტრიაშვილის პირველი ემოციები ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ
სიზმარში ვარ - ტალახაძის და პეტრიაშვილის პირველი ემოციები ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ
Sputnik საქართველო
ოლიმპიადის ბოლო დღისთვის საქართველოს ნაკრებს ექვსი მედალი აქვს: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო 11.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-11T14:26+0400
2024-08-11T14:26+0400
2024-08-11T21:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
პარიზის ოლიმპიადა 2024
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0b/289404719_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ce46bee9ec12541b3df23e090e5ae3e7.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. პარიზის ოლიმპიადის ბოლოსწინა დღე ძალიან იღბლიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის, რომელმაც ორი ოქროს მედალი მოიპოვა ძალოსან ლაშა ტალახაძის (+125 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილის წყალობით (-125 კგ).ლაშა ტალახაძემ პარიზის თამაშებზე ზედიზედ მესამე ოქრო აიღო - რიო-დე-ჟანეირო (2016) და ტოკიო (2020).ტალახაძეს არავისთან წაუგია 2015 წლიდან მას მერე, რაც დიდ სპორტში დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა.რაც შეეხება გენო პეტრიაშვილს, მისთვის გამარჯვება პარიზში პირველია ოლიმპიურ კარიერაში. რიო-დე-ჟანეიროში მან ბრინჯაო აიღო, ტოკიოში კი ვერცხლი.30 წლის პეტრიაშვილმა ფინალში ანგარიშით 10:9 23 წლის ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა, რომელიც ირანის სახელით ასპარეზობს.ოლიმპიადის ბოლო დღისთვის საქართველოს ნაკრებს ექვსი მედალი აქვს: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. კვირას ტატამზე გამოვა კიდევ ერთი ქართველი ფალავანი გივი მაჭარაშვილი (-97 კგ), რომელიც გუშინ ტურნირის ფინალში გავიდა.ფინალში მაჭარაშვილი ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება. ამგვარად, ყველა ვარიანტში საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი შეემატება - ან ოქრო, ან ვერცხლი.საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ), მიჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ).ვერცხლის მედლები აქვთ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ) და ილია სულამანიძეს (-100 კგ). ბრინჯაო - მოკრივე ლაშა გურულს (63,5 კგ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0b/289404719_70:0:1207:853_1920x0_80_0_0_57e1effdbdc0994bbf32c3fb9d633d70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024
სიზმარში ვარ - ტალახაძის და პეტრიაშვილის პირველი ემოციები ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ
14:26 11.08.2024 (განახლებულია: 21:13 11.08.2024) ოლიმპიადის ბოლო დღისთვის საქართველოს ნაკრებს ექვსი მედალი აქვს: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. პარიზის ოლიმპიადის ბოლოსწინა დღე ძალიან იღბლიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის, რომელმაც ორი ოქროს მედალი მოიპოვა ძალოსან ლაშა ტალახაძის (+125 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილის წყალობით (-125 კგ).
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელებს და ექიმებს. მადლობა მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს, პირად მწვრთნელს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ძალოსნობა შემაყვარა. მადლობა ჩემს ოჯახს, გულშემატკივრებს. ბოდიში, რომ ცოტა განერვიულეთ. ასეთი ემოციები არცერთი გამარჯვებს შემდეგ არ მიმიღია და ჩემთვის ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია“, განაცხადა ტალახაძემ.
ლაშა ტალახაძემ პარიზის თამაშებზე ზედიზედ მესამე ოქრო აიღო - რიო-დე-ჟანეირო (2016) და ტოკიო (2020).
ტალახაძეს არავისთან წაუგია 2015 წლიდან მას მერე, რაც დიდ სპორტში დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა.
რაც შეეხება გენო პეტრიაშვილს, მისთვის გამარჯვება პარიზში პირველია ოლიმპიურ კარიერაში. რიო-დე-ჟანეიროში მან ბრინჯაო აიღო, ტოკიოში კი ვერცხლი.
„ემოციებზე ვერაფერს ვიტყვი, სიზმარში ვარ, მძინავს, არ გამეღვიძოს. მადლობა ყველას!“ - გამოუტყდა პეტრიაშვილი ჟურნალისტებს.
30 წლის პეტრიაშვილმა ფინალში ანგარიშით 10:9 23 წლის ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა, რომელიც ირანის სახელით ასპარეზობს.
ოლიმპიადის ბოლო დღისთვის საქართველოს ნაკრებს ექვსი მედალი აქვს: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. კვირას ტატამზე გამოვა კიდევ ერთი ქართველი ფალავანი გივი მაჭარაშვილი (-97 კგ), რომელიც გუშინ ტურნირის ფინალში გავიდა.
ფინალში მაჭარაშვილი ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება. ამგვარად, ყველა ვარიანტში საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი შეემატება - ან ოქრო, ან ვერცხლი.
საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ), მიჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ).
ვერცხლის მედლები აქვთ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ) და ილია სულამანიძეს (-100 კგ). ბრინჯაო - მოკრივე ლაშა გურულს (63,5 კგ).