საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე: ქართველების გამოსვლების განრიგი 11 აგვისტოს

© Georgian National Olympic Committeeგივი მაჭარაშვილი
გივი მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის აქვს ექვსი მედალი - სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ბრინჯაო.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ოლიმპიადის დასკვნით დღეს, 11 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ფინალში გივი მაჭარაშვილის მეტოქე ბაჰრეინის წარმომადგენელო ახმედ ტაჟუდინოვი იქნება. ორთაბრძოლა თბილისის დროით დაახლოებით 14:50 საათზე გაიმართება.
ნახევარფინალში ქართველი ფალავანი თავის პრინციპულ მეტოქეს, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მაგომედხან მაგომედოვს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში მაჭარაშვილმა უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა, მერვედფინალში კი ანგარიშით 12:2 - სამხრეთაფრიკელი ნიკოლას იოჰანეს დე ლანგი.
გივი მაჭარაშვილი - ევროპის ორგზის ჩემპიონია, მსოფლიოს და ევროპული თამაშების ჩემპიონატების პრიზიორია.
ოლიმპიადის მე-15 დღეს სპორტის ცხრა სახეობაში მედლების 13 კომპლექტი გათამაშდება.
საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის აქვს ექვსი მედალი - სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 24-ე ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0