https://sputnik-georgia.com/20240811/premier-ministrma-ganmarta-ratom-tqva-uari-ivanisvilma-amerikel-senatorebtan-sexvedraze-289408289.html
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რატომ თქვა უარი ივანიშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რატომ თქვა უარი ივანიშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე
Sputnik საქართველო
მაისის შუა რიცხვებში ივანიშვილმა ასევე უარი თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეხვედრაზე. 11.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-11T20:35+0400
2024-08-11T20:35+0400
2024-08-11T20:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249884599_0:176:2048:1329_1920x0_80_0_0_61a508108c3c5942e3f1d47a8f7cb195.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ამერიკელ სენატორებს მკაფიოდ განემარტა ის მიზეზები, რომელთა გამოც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა მათ, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი თბილისში იმყოფებიან და მართავენ შეხვედრებს ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შაბათს მათ პრემიერი ირაკლი კობახიძე შეხვდა.მაისის შუა რიცხვებში ივანიშვილმა უარი თქვა ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზეც. მაშინ უარის მიზეზად, რომელიც კობახიძემ გაახმოვანა, დასახელდა შანტაჟი და სანქციების დაწესების მუქარა ამერიკელთა მხრიდან.თავად ჯიმ ო'ბრაიენმა თბილისში ყოფნისას 14 მაისს განაცხადა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ დაწესებულა.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249884599_317:180:1996:1439_1920x0_80_0_0_bf30927a27efca7e28f56f26af1d6b7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რატომ თქვა უარი ივანიშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე
მაისის შუა რიცხვებში ივანიშვილმა ასევე უარი თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეხვედრაზე.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ამერიკელ სენატორებს მკაფიოდ განემარტა ის მიზეზები, რომელთა გამოც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა მათ, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი თბილისში იმყოფებიან და მართავენ შეხვედრებს ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შაბათს მათ პრემიერი ირაკლი კობახიძე შეხვდა.
„ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მაისის შუა რიცხვებში ივანიშვილმა უარი თქვა ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზეც. მაშინ უარის მიზეზად, რომელიც კობახიძემ გაახმოვანა, დასახელდა შანტაჟი და სანქციების დაწესების მუქარა ამერიკელთა მხრიდან.
თავად ჯიმ ო'ბრაიენმა თბილისში ყოფნისას 14 მაისს განაცხადა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ დაწესებულა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.