https://sputnik-georgia.com/20240811/parizis-olimpiadis-priziorebs-da-cempionebs-ordenebit-daajildoeben-premieri-289408483.html
პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები და ჩემპიონები ორდენებით დაჯილდოვდებიან - პრემიერი
პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები და ჩემპიონები ორდენებით დაჯილდოვდებიან - პრემიერი
Sputnik საქართველო
ოლიმპიური ჩემპიონები უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, განაცხადა პრემიერმა 11.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-11T20:58+0400
2024-08-11T20:58+0400
2024-08-12T12:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
პარიზის ოლიმპიადა 2024
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23051/79/230517948_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_0c3421e40b1e455a28e5b9599f190f4e.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები დაჯილდოვდებიან ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს ნაკრებს შვიდი მედალი აქვს - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ), მიჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ). ვერცხლის მედლები აქვთ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ) და ილია სულამანიძეს (-100 კგ). ბრინჯაო - მოკრივე ლაშა გურულს (63,5 კგ).საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს მილიონ ლარს, ვერცხლის პრიზიორი - 500 ათას ლარს, ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23051/79/230517948_95:0:1428:1000_1920x0_80_0_0_9664a6d18be34ca2d5d77885e2d05b13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები და ჩემპიონები ორდენებით დაჯილდოვდებიან - პრემიერი
20:58 11.08.2024 (განახლებულია: 12:40 12.08.2024) ოლიმპიური ჩემპიონები უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები დაჯილდოვდებიან ღირსების ორდენით, ოლიმპიური ჩემპიონები - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ნაკრებს შვიდი მედალი აქვს - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ), მიჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ). ვერცხლის მედლები აქვთ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ) და ილია სულამანიძეს (-100 კგ). ბრინჯაო - მოკრივე ლაშა გურულს (63,5 კგ).
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვფიქრობთ, რომ პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, რაც შეეხებათ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს მილიონ ლარს, ვერცხლის პრიზიორი - 500 ათას ლარს, ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.