https://sputnik-georgia.com/20240811/ivanisvilma-qartvel-sportsmenebs-parizis-olimpiadaze-gamarjveba-miuloca-289407087.html
ივანიშვილმა ქართველ სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცა
ივანიშვილმა ქართველ სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებს შვიდი მედალი აქვს - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო 11.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-11T18:12+0400
2024-08-11T18:12+0400
2024-08-11T18:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
პარიზის ოლიმპიადა 2024
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0a/289398109_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_376e1ab6e8db6782b18411f4e91746d8.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვება ძალოსან ლაშა ტალახაძეს და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს მიულოცა და ყურადღება სპორტსმენების უნიკალურ მიღწევებსა და მათ უდრეკ ხასიათზე გაამახვილა.ოლიმპიადის ბოლოსწინა დღეს ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს. ტალახაძისთვის ეს უკვე მესამე ოლიმპიური ოქროა, პეტრიაშვილისთვის - პირველი.მისი თქმით, ტალახაძის მიღწევები რეკორდების კუთხითაც უნიკალურია. ლაშას ანგარიშზეა მსოფლიო რეკორდი ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ).მან ასევე მიულოცა გამარჯვება თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს და აღნიშნა, რომ სპორტსმენის გამარჯვებები მისი უდრეკი ხასიათისა და მიზანდასახულობის შედეგია.„ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიადაზე მოგებული ბრინჯაოს მედალი, ხოლო შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მოპოვებული ვიცე-ჩემპიონობა გენომ პარიზში დამსახურებული ოლიმპიური ჩემპიონობით დააგვირგვინა და მსოფლიოს გასაგონად საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ღირსეულ, გმირ ოლიმპიელებს ამ უდიდეს გამარჯვებას“, - დაწერა ივანიშვილმა.საქართველოს ნაკრებს შვიდი მედალი აქვს - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ), მიჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ).ვერცხლის მედლები აქვთ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ) და ილია სულამანიძეს (-100 კგ). ბრინჯაო - მოკრივე ლაშა გურულს (63,5 კგ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0a/289398109_27:0:1164:853_1920x0_80_0_0_42beb14d74c8dce95b069d36951046d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილმა ქართველ სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვება მიულოცა
საქართველოს ნაკრებს შვიდი მედალი აქვს - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვება ძალოსან ლაშა ტალახაძეს და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს მიულოცა და ყურადღება სპორტსმენების უნიკალურ მიღწევებსა და მათ უდრეკ ხასიათზე გაამახვილა.
ოლიმპიადის ბოლოსწინა დღეს ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს. ტალახაძისთვის ეს უკვე მესამე ოლიმპიური ოქროა, პეტრიაშვილისთვის - პირველი.
„ლაშა ტალახაძე არა მხოლოდ დიდი სპორტსმენი, არამედ დიდი ადამიანი და ღირსეული, პატრიოტი მამულიშვილია. დიდ მადლობას ვუხდი მას ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩინებისთვის“, - დაწერა ივანიშვილმა თავის მილოცვაში.
მისი თქმით, ტალახაძის მიღწევები რეკორდების კუთხითაც უნიკალურია. ლაშას ანგარიშზეა მსოფლიო რეკორდი ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ).
„შვდიგზის ევროპის ჩემპიონი! შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი! სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი! მსგავსი მიღწევა უნიკალურია სპორტის სამყაროში და თითოეული ჩვენგანისთვის საამაყოა, რომ ამ მიღწევის ავტორი ქართველი ლაშა ტალახაძეა!“ - დაწერა ივანიშვილმა.
მან ასევე მიულოცა გამარჯვება თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს და აღნიშნა, რომ სპორტსმენის გამარჯვებები მისი უდრეკი ხასიათისა და მიზანდასახულობის შედეგია.
„ბრაზილიაში, რიოს ოლიმპიადაზე მოგებული ბრინჯაოს მედალი, ხოლო შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მოპოვებული ვიცე-ჩემპიონობა გენომ პარიზში დამსახურებული ოლიმპიური ჩემპიონობით დააგვირგვინა და მსოფლიოს გასაგონად საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ღირსეულ, გმირ ოლიმპიელებს ამ უდიდეს გამარჯვებას“, - დაწერა ივანიშვილმა.
საქართველოს ნაკრებს შვიდი მედალი აქვს - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანეს ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90კგ), მიჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ).
ვერცხლის მედლები აქვთ ძიუდოისტებს ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ) და ილია სულამანიძეს (-100 კგ). ბრინჯაო - მოკრივე ლაშა გურულს (63,5 კგ).