არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები

© AP Photo / Matilde Campodonicoციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის ექვს თვეში მოკლულია ერთი არასრულწლოვანი, სამი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა.
თბილისი, 111 აგვისტო — Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისის პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 296 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 17-მა პირმა უკვე მოიხადა პირობითი სასჯელი. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია ქურდობა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ყაჩაღობა, ძალადობა -
„საქსტატის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე ასაკის 768 პირი აღიარეს, მათგან 348 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 113 – სექსუალური დანაშაულის, 108 - მუქარის.
მიმდინარე წლის ექვს თვეში მოკლულია ერთი არასრულწლოვანი, სამი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.
ყველა ახალი ამბავი
0