https://sputnik-georgia.com/20240810/saqartvelosi-5g-teqnologiis-dasanergad-auqcioni-meored-gamocxadda-289395449.html
საქართველოში 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი მეორედ გამოცხადდა
საქართველოში 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი მეორედ გამოცხადდა
Sputnik საქართველო
5G - ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიაა. 10.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-10T12:23+0400
2024-08-10T12:23+0400
2024-08-10T12:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259792055_0:181:2997:1867_1920x0_80_0_0_be4a14692e7699437c6dac868f94e228.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად აუქციონი მეორედ გამოაცხადა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.პირველად 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონი კომისიამ 2023 წლის ივლისში გამოაცხადა. Cellfie Mobile იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა. საქართველოს ორმა უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა „სილქნეტმა" და „მაგთიკომმა" მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.„გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ აძლევს შესაძლებლობას აუქციონში მონაწილოება მიიღონ და დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, გამოცხადდება ორი აუქციონი ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტებზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებითა და ფასით არ განსხვავდებიან.ორივე კომბინირებული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი, დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს ექნება არჩევის შესაძლებლობა შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების ვალდებულებით, ან აღნიშნული ვალდებულების გარეშე.გასული წლის აუქციონისგან განსხვავებით, ლიცენზიის მაძიებელ კომპანიებს MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა მოეხსნებათ, რადგან ერთი მხრივ ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად ცნო და მას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული ვალდებულება კომპანია „სელფი მობაილს“ გასული წლის აუქციონის ფარგლებში უკვე გააჩნია.შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის პირობებში MVNO-ს დაშვების ვალდებულების განსაზღვრა აუცილებლობად აღარ მიიჩნია. თუმცა, ორივე კომბინირებულ ლოტზე, რომელიც 5G ტექნოლოგიის დასანერგადაა განკუთვნილი და კომპანიების მხრიდან MVNO-ს დაშვების ვალდებულების არჩევას ითვალისწინებს, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 20%-იანი ფასდაკლებით განისაზღვრება.კომბინირებული ლოტების გარდა, აუქციონი დამატებით ცალკე მდგომ 19 ლოტზე გამოცხადდება. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და მოცულობის მიხედვით.ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ კომპანიას, რომელიც კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონიდან გამარჯვებულად ერთ-ერთში მაინც გამოცხადდება, ან უკვე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომბინირებულ ლოტებში შემავალ სიხშირეებზე.ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. 5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს: კომბინირებულ ლოტებზე N1 და N2 აუქციონებს კომუნიკაციების კომისია 2024 წლის 9 ოქტომბერს 12:00 საათზე ჩაატარებს. ცალკე მდგომ ლოტებზე N3-დან N8 აუქციონების ჩათვლით 10 ოქტომბერს 12:00 საათზე, ასევე ცალკე მდგომ ლოტებზე N9-დან N17 აუქციონების ჩათვლით 11 ოქტომბერს 12:00 საათზე, ხოლო ცალკე მდგომ ლოტებზე N18-დან N21 აუქციონები 12 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. რაც შეეხება ახალ აუქციონს, აუქციონის საფასურის გაანგარიშებაზე კომუნიკაციების კომისიამ კვლავ, კომპანია „EY“-სთან ითანამშრომლა.5G ინტერნეტის აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება დღეიდან ყველა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე შეუძლია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259792055_133:0:2864:2048_1920x0_80_0_0_42f2d9d4a429dc019ed9ccd5578bff69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოში 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი მეორედ გამოცხადდა
5G - ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის ტექნოლოგიაა.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად აუქციონი მეორედ გამოაცხადა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
პირველად 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონი კომისიამ 2023 წლის ივლისში გამოაცხადა. Cellfie Mobile იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა. საქართველოს ორმა უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა „სილქნეტმა" და „მაგთიკომმა" მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ აძლევს შესაძლებლობას აუქციონში მონაწილოება მიიღონ და დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 17 ლოტზე გამოცხადდება. აუქციონების ფარგლებში, დაგეგმილია 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, გამოცხადდება 4 აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოსაპოვებლად.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, გამოცხადდება ორი აუქციონი ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტებზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებითა და ფასით არ განსხვავდებიან.
ორივე კომბინირებული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი, დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს ექნება არჩევის შესაძლებლობა შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების ვალდებულებით, ან აღნიშნული ვალდებულების გარეშე.
გასული წლის აუქციონისგან განსხვავებით, ლიცენზიის მაძიებელ კომპანიებს MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა მოეხსნებათ, რადგან ერთი მხრივ ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად ცნო და მას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნული ვალდებულება კომპანია „სელფი მობაილს“ გასული წლის აუქციონის ფარგლებში უკვე გააჩნია.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის პირობებში MVNO-ს დაშვების ვალდებულების განსაზღვრა აუცილებლობად აღარ მიიჩნია. თუმცა, ორივე კომბინირებულ ლოტზე, რომელიც 5G ტექნოლოგიის დასანერგადაა განკუთვნილი და კომპანიების მხრიდან MVNO-ს დაშვების ვალდებულების არჩევას ითვალისწინებს, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 20%-იანი ფასდაკლებით განისაზღვრება.
კომბინირებული ლოტების გარდა, აუქციონი დამატებით ცალკე მდგომ 19 ლოტზე გამოცხადდება. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და მოცულობის მიხედვით.
ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ კომპანიას, რომელიც კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონიდან გამარჯვებულად ერთ-ერთში მაინც გამოცხადდება, ან უკვე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომბინირებულ ლოტებში შემავალ სიხშირეებზე.
ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. 5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.
რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს: კომბინირებულ ლოტებზე N1 და N2 აუქციონებს კომუნიკაციების კომისია 2024 წლის 9 ოქტომბერს 12:00 საათზე ჩაატარებს. ცალკე მდგომ ლოტებზე N3-დან N8 აუქციონების ჩათვლით 10 ოქტომბერს 12:00 საათზე, ასევე ცალკე მდგომ ლოტებზე N9-დან N17 აუქციონების ჩათვლით 11 ოქტომბერს 12:00 საათზე, ხოლო ცალკე მდგომ ლოტებზე N18-დან N21 აუქციონები 12 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.
5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. რაც შეეხება ახალ აუქციონს, აუქციონის საფასურის გაანგარიშებაზე კომუნიკაციების კომისიამ კვლავ, კომპანია „EY“-სთან ითანამშრომლა.
5G ინტერნეტის აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება დღეიდან ყველა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე შეუძლია.