საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე - ქართველების გამოსვლის განრიგი 10 აგვისტოს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშილაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2024
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ოთხი მედალი აქვს მოპოვებული
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. შაბათს, 10 აგვისტოს, პარიზში XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
ოლიმპიადის მე-15 დღეს სპორტის 21 სახეობაში მედლების 39 კომპლექტი გათამაშდება.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ოთხი მედალი აქვს მოპოვებული: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო აიღო, ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და ილია სულამანიძემ (-100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასევე ბრინჯაო აქვს მოკრივე ლაში გურულს (-63,5 კგ).
თავისუფალი სტილით ჭიდაობა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში ირანის წარმომადგენელ ამირ ზარეს შეხვდება. ბრძოლა თბილისის დროით 22:05 საათზე გაიმართება.
შაბათს კიდევ ორი ​​ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე იასპარეზებს.
65 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილი მერვედფინალში სომეხ ვაზგენ ტევანიანს შეხვდება. შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით 13:14 საათზე გაიმართება.
97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი მერვედფინალში სამხრეთ აფრიკელ ნიკოლას დე ლანგეს შეხვდება. ორთაბრძოლა თბილისის დროით დაახლოებით 13:28 საათზე გაიმართება.
ძალოსნობა
102 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ასპარეზობას 13:30 საათზე დაიწყებს.
102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე 22:30 საათზე გამოვა.
ლაშა ტალახაძე არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (2016 და 2020), მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი (2015, 2017, 2018, 2019, 2021, 2022 და 2023 წლებში), ევროპის შვიდგზის ჩემპიონი (2016, 2017, 2019, 2021, 2022 და 2023). დაამყარა 23 მსოფლიო რეკორდი 105 კგ-ზე და 109 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში. ამჟამინდელი მსოფლიო რეკორდსმენი აკვრაში, ატაცში და ორჭიდის ჯამში 109 კგ-ზე მეტ კატეგორიაში. აბსოლუტური რეკორდსმენი დაძლეულ წონაში ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0