https://sputnik-georgia.com/20240810/rogor-zseicvala-erovnuli-bankis-saertasoriso-rezervebi-axali-statistika-289391322.html
როგორ შეიცვალა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები– ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები– ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2023 წელს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, ხოლო 2022 წელს - 628,1 მლნ დოლარით. 10.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-10T10:40+0400
2024-08-10T10:40+0400
2024-08-10T10:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/76/234067671_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_27efbe1b3a5acf667eea8a61a497dff3.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 338,1 მლნ ლარით შემცირდა, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის 31 ივლისისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,7 მილიარდი დოლარს შეადგენდა.ივლისის თვეში რეზერვები 90.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს უკავშირდება.საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.2023 წელს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, ხოლო 2022 წელს - 628,1 მლნ დოლარით.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (3,7 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (865,1 მილიონი აშშ დოლარი).გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 464,2 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,9 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 556,8 მლნ ლარი შეადგინა.სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 4,1 მლნ აშშ დოლარის შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/76/234067671_188:0:1312:843_1920x0_80_0_0_7659c0bffb2bc922795d1192951f6eed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
როგორ შეიცვალა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები– ახალი სტატისტიკა
2023 წელს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, ხოლო 2022 წელს - 628,1 მლნ დოლარით.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 338,1 მლნ ლარით შემცირდა, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის 31 ივლისისთვის, წინასწარი მონაცემებით, 4,7 მილიარდი დოლარს შეადგენდა.
ივლისის თვეში რეზერვები 90.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს უკავშირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წელს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 101,5 მლნ ლარით, ხოლო 2022 წელს - 628,1 მლნ დოლარით.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მათი სტრუქტურა მოიცავს ფასიან ქაღალდებში განთავსებულ სახსრებს (3,7 მილიარდი აშშ დოლარი) და ვალუტას, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშებზე (865,1 მილიონი აშშ დოლარი).
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 464,2 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,9 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 556,8 მლნ ლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 4,1 მლნ აშშ დოლარის შეადგენს.