https://sputnik-georgia.com/20240810/ramdeni-daxarjes-qartvelebma-ucoetsi-statistika-289398685.html
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - ახალი სტატისტიკა
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში, რუსეთში, სომხეთში 10.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-10T15:16+0400
2024-08-10T15:16+0400
2024-08-10T15:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/18/264746244_0:189:3189:1983_1920x0_80_0_0_4048e39141c64769d8c0e612082223c1.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 39%, რუსეთში – 18%, სომხეთში – 11,9%, აზერბაიჯანში (1,9%) და ევროკავშირის ქვეყნებში – 15,9%.თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2024 წლის მეორე კვარტალში საზღვარგარეთ 594,3 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 15,6%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1 057,2 ლარს ხარჯავდა - 11,7%-ით მეტს, ვიდრე 2023 წლის აპრილ-ივნისში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, ასევე განთავსებაზე.საქართველოს მოქალაქეები 2023 წელს საზღვარგარეთ 562,1 ათ ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე 3,4%-ით მეტია.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,6%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 360,2 ათასს, რაც 8,6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 39%, რუსეთში – 18%, სომხეთში – 11,9%, აზერბაიჯანში (1,9%) და ევროკავშირის ქვეყნებში – 15,9%.ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ 2024 წლის მეორე კვარტალში საშუალოდ 6,3 ღამე შეადგინა, რაც 4,3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს უცხოელები საქართველოს ეწვივნენ 7,1 მილიონჯერ, რაც 30,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც მთლიანი ვიზიტორების 23,2%-ია.2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ დონეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/18/264746244_306:0:3037:2048_1920x0_80_0_0_0dd69fa4c52f8e2a38bbf86e071d5917.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, საზოგადოება
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - ახალი სტატისტიკა
ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში, რუსეთში, სომხეთში
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 39%, რუსეთში – 18%, სომხეთში – 11,9%, აზერბაიჯანში (1,9%) და ევროკავშირის ქვეყნებში – 15,9%.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2024 წლის მეორე კვარტალში საზღვარგარეთ 594,3 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 15,6%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1 057,2 ლარს ხარჯავდა - 11,7%-ით მეტს, ვიდრე 2023 წლის აპრილ-ივნისში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელზე, ასევე განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეები 2023 წელს საზღვარგარეთ 562,1 ათ ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე 3,4%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,6%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 360,2 ათასს, რაც 8,6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 39%, რუსეთში – 18%, სომხეთში – 11,9%, აზერბაიჯანში (1,9%) და ევროკავშირის ქვეყნებში – 15,9%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ 2024 წლის მეორე კვარტალში საშუალოდ 6,3 ღამე შეადგინა, რაც 4,3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს უცხოელები საქართველოს ეწვივნენ 7,1 მილიონჯერ, რაც 30,3%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო - 1,2 მილიონი, რაც მთლიანი ვიზიტორების 23,2%-ია.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ დონეს.