https://sputnik-georgia.com/20240810/ramdenad-usafrtxoa-liftebi-tbilissi--axali-monacemebi-289401155.html
რამდენად უსაფრთხოა ლიფტები თბილისში: ახალი მონაცემები
რამდენად უსაფრთხოა ლიფტები თბილისში: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ლიფტი კორპუსის მობინადრეთა საკუთრებას წარმოადგენს და ისინი მის უსაფრთხოებასა და ნორმებთან შესაბამისობაზე არიან პასუხისმგებლები. 10.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-10T19:43+0400
2024-08-10T19:43+0400
2024-08-10T19:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23819/15/238191561_0:297:3072:2025_1920x0_80_0_0_53e81331434441ec3595f98465dba25d.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. თბილისში არსებული 11.000 ლიფტიდან სავალდებულო ინსპექტირება გავლილი აქვს მხოლოდ 5047 ლიფტს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოზე დაყრდნობით.საქართველოში ლიფტი კორპუსის მობინადრეთა საკუთრებას წარმოადგენს და ისინი მის უსაფრთხოებასა და ნორმებთან შესაბამისობაზე არიან პასუხისმგებლები. თითოეულ მრავალბინიან კორპუსში არსებობს ამხანაგობა და მისი თავმჯდომარე, რომელსაც მოსახლეობა კრებაზე კენჭისყრის საფუძველზე ირჩევს.2013 წლის 10 ივლისის დადგენილებით ლიფტების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამხანაგობამ ყოველ მესამე წელს კერძო ინსპექტირების ორგანოების დახმარებით უნდა ჩაატაროს. თუ ინსპექტირება არ აქვს ლიფტს გავლილი, კანონის მიხედვით ამხანაგობა 500 ლარით ჯარიმდება.ინსპექტირების გაუვლელობის გამო 2020 წლიდან დღემდე 28 ამხანაგობა დაჯარიმდა.როგორც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განაცხადეს, სააგენტოს მიერ არაგეგმიური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ლიფტზე მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის, საფრთხის შესახებ შეტყობინების, ფორსმაჟორის და სხვა შემთხვევებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23819/15/238191561_118:0:2849:2048_1920x0_80_0_0_6e96491e4245bb9e2cdcde2dc939e77f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება
რამდენად უსაფრთხოა ლიფტები თბილისში: ახალი მონაცემები
ლიფტი კორპუსის მობინადრეთა საკუთრებას წარმოადგენს და ისინი მის უსაფრთხოებასა და ნორმებთან შესაბამისობაზე არიან პასუხისმგებლები.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. თბილისში არსებული 11.000 ლიფტიდან სავალდებულო ინსპექტირება გავლილი აქვს მხოლოდ 5047 ლიფტს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოზე დაყრდნობით.
საქართველოში ლიფტი კორპუსის მობინადრეთა საკუთრებას წარმოადგენს და ისინი მის უსაფრთხოებასა და ნორმებთან შესაბამისობაზე არიან პასუხისმგებლები. თითოეულ მრავალბინიან კორპუსში არსებობს ამხანაგობა და მისი თავმჯდომარე, რომელსაც მოსახლეობა კრებაზე კენჭისყრის საფუძველზე ირჩევს.
2013 წლის 10 ივლისის დადგენილებით ლიფტების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამხანაგობამ ყოველ მესამე წელს კერძო ინსპექტირების ორგანოების დახმარებით უნდა ჩაატაროს. თუ ინსპექტირება არ აქვს ლიფტს გავლილი, კანონის მიხედვით ამხანაგობა 500 ლარით ჯარიმდება.
ინსპექტირების გაუვლელობის გამო 2020 წლიდან დღემდე 28 ამხანაგობა დაჯარიმდა.
როგორც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განაცხადეს, სააგენტოს მიერ არაგეგმიური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ლიფტზე მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის, საფრთხის შესახებ შეტყობინების, ფორსმაჟორის და სხვა შემთხვევებში.