https://sputnik-georgia.com/20240810/biatolonis-trasa-da-yinulis-moedani-ra-etapzea-mzadeba-olimpiuri-festivalistvis-289396234.html
ბიატლონის ტრასა და ყინულის მოედანი თბილისში: რა ეტაპზეა მზადება ოლიმპიური ფესტივალისთვის
ბიატლონის ტრასა და ყინულის მოედანი თბილისში: რა ეტაპზეა მზადება ოლიმპიური ფესტივალისთვის
Sputnik საქართველო
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 10.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-10T13:13+0400
2024-08-10T13:13+0400
2024-08-10T13:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251105805_0:331:2730:1867_1920x0_80_0_0_4d0a04a814b9d3e4c25a0a6b061b1d96.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სექტემბერში საქართველოში დასრულდება ბიატლონის ტრასის ბაკურიანში და თბილისში ყინულის მოედნის მშენებლობა 2025 ოლიმპიური ფესტივალისთვის, ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ განაცხადა.ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ევროპული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ შექმნა. ზამთრის, ისე ზაფხულის ფესტივალი - ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251105805_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_4d2479bd99f77b1abff79996488383ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ბიატლონის ტრასა და ყინულის მოედანი თბილისში: რა ეტაპზეა მზადება ოლიმპიური ფესტივალისთვის
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სექტემბერში საქართველოში დასრულდება ბიატლონის ტრასის ბაკურიანში და თბილისში ყინულის მოედნის მშენებლობა 2025 ოლიმპიური ფესტივალისთვის, ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ განაცხადა.
ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.
„საქართველოში ასეთი ტიპის არენა პირველია, შესაბამისად ქართულ მხარეს გამოცდილება ნაკლები აქვს ამ ინფრასტრუქტურის მოწყობაში, ამიტომ ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდით, სადაც მათი გამოცდილება გავიზიარეთ. გავეცანით უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც ყინულის მოედნისთვის არის განკუთვნილი. ეს იქნება უნიკალური ინფრასტრუქტურა იმ პირველი ნაბიჯებისთვის, რათა ჰოკეის და ზამთრის სხვადასხვა სპორტი განვითარდეს“, - აღნიშნა გიორგი ციბაძემ.
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ევროპული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ შექმნა. ზამთრის, ისე ზაფხულის ფესტივალი - ორ წელიწადში ერთხელ იმართება.