https://sputnik-georgia.com/20240810/arcevnebi-saqartvelosi-saarcevno-komisiebis-wevrobis-msurvelebs-gamocdebs-cautareben-289399784.html
არჩევნები საქართველოში: საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებს გამოცდებს ჩაუტარებენ
არჩევნები საქართველოში: საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებს გამოცდებს ჩაუტარებენ
Sputnik საქართველო
დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. 10.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-10T16:50+0400
2024-08-10T16:50+0400
2024-08-10T16:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d077cb8496023e5c04b3eb23fa44335e.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. 12 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.სპეციალური სერტიფიკატი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოქალაქე ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრი გახდეს.საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 796-მა მოქალაქემ (ქალი - 567, კაცი - 229) დააფიქსირა.გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას. გამოცდის ხანგძლივობა 1 საათია.საპარლამენტო არჩევნებისაქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: ხმის მიცემის დეტალური ინსტრუქცია>>ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191026_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_2bae54dc211c493f904c12d2004a20e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში: საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებს გამოცდებს ჩაუტარებენ
დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. 12 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
სპეციალური სერტიფიკატი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოქალაქე ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრი გახდეს.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 796-მა მოქალაქემ (ქალი - 567, კაცი - 229) დააფიქსირა.
გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას. გამოცდის ხანგძლივობა 1 საათია.
„გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით“, - აცხადებენ ცესკოში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.