https://sputnik-georgia.com/20240809/tbilissi-milanis-legendebi-saqartvelos-nakrebis-veteranebs-seqtembersi-sexvdebian-289380643.html
„მილანის“ ლეგენდები საქართველოს ნაკრების ვეტერანებს თბილისში სექტემბერში შეხვდებიან
„მილანის“ ლეგენდები საქართველოს ნაკრების ვეტერანებს თბილისში სექტემბერში შეხვდებიან
Sputnik საქართველო
საქართველოს ლეგენდების ნაკრების შემადგენლობა მოგვიანებით გამოცხადდება 09.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-09T11:35+0400
2024-08-09T11:35+0400
2024-08-09T11:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
ქართველი ფეხბურთელები ევროპაში
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/08/286753846_0:58:1280:778_1920x0_80_0_0_e204bc33d299784ec1caae3a6b06e49e.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. „მილანის“ ლეგენდარული ფეხბურთელები ჩამოვლენ თბილისში, რათა 21 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ნაკრების ვეტერანებს დაუპირისპირდნენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც მილანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.მატჩი გაიმართება პროექტ The Legend Series-ის ფარგლებში, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელების ჩამოყვანას ითვალისწინებს. 2024 წლის მარტში ბათუმში მილანის „ინტერისა“ და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების მატჩი გაიმართა. „ინტერის“ შემადგენლობაში ითამაშეს „ოქროს ბურთის" მფლობელმა ლუიშ ფიგუმ, კლუბის ყოფილმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მარკო მატერაციმ.მერის თქმით, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული მიეცეს მომავალ თაობებს.„დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი შეხვედრა იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.ფეხბურთის ლეგენდების მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.საქართველოს ნაკრების გუნდში მარტში გამართულ მატჩში ითამაშეს საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, ყოფილმა კაპიტანმა და ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ, ყოფილმა კაპიტანმა და ერთ-ერთმა რეკორდსმენმა ლევან კობიაშვილმა, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ, ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.„მილანთან“ მატჩზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.კახა კალაძე „მილანის“ შემადგენლობაში 2001 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში მან უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო, რაც ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო, და ასევე იტალიის ჩემპიონი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/08/286753846_83:0:1198:836_1920x0_80_0_0_e116e6c1723157e9ff0e0764cd2e63d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , კახა კალაძე
„მილანის“ ლეგენდები საქართველოს ნაკრების ვეტერანებს თბილისში სექტემბერში შეხვდებიან
საქართველოს ლეგენდების ნაკრების შემადგენლობა მოგვიანებით გამოცხადდება
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. „მილანის“ ლეგენდარული ფეხბურთელები ჩამოვლენ თბილისში, რათა 21 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ნაკრების ვეტერანებს დაუპირისპირდნენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც მილანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მატჩი გაიმართება პროექტ The Legend Series-ის ფარგლებში, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელების ჩამოყვანას ითვალისწინებს. 2024 წლის მარტში ბათუმში მილანის „ინტერისა“ და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების მატჩი გაიმართა. „ინტერის“ შემადგენლობაში ითამაშეს „ოქროს ბურთის" მფლობელმა ლუიშ ფიგუმ, კლუბის ყოფილმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მარკო მატერაციმ.
„იტალიელი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 21 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. შემადგენლობები ჯერ არ გარკვეულა, თუმცა ცნობილია რამდენიმე ლეგენდა, რომლებიც მატჩში მიიღებენ მონაწილეობას: მილანიდან კაფუ, დიდა, რივალდო, კაკა… საქართველოდან – კახა კალაძე, ძმები არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, დავით მუჯირი... ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული მიეცეს მომავალ თაობებს.
„დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი შეხვედრა იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ფეხბურთის ლეგენდების მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების გუნდში მარტში გამართულ მატჩში ითამაშეს საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ, ყოფილმა კაპიტანმა და ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ, ყოფილმა კაპიტანმა და ერთ-ერთმა რეკორდსმენმა ლევან კობიაშვილმა, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ, ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.
„მილანთან“ მატჩზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კახა კალაძე „მილანის“ შემადგენლობაში 2001 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში მან უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო, რაც ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო, და ასევე იტალიის ჩემპიონი გახდა.