სპეციალური სამხედრო ოპერაცია: „სუმის გარღვევა“ უაზრო განწირულობაა

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშისაომარი მოქმედება
საომარი მოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2024
გამოწერა
სუმის ოლქიდან რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფების შეჭრით უკრაინის არმიის სარდლობა ცდილობს „აღმოსავლურ ფრონტზე“ თავისი პოზიციებისა და პირადი შემადგენლობის დიდი დანაკარგების კომპენსირებას, რუსეთის ნაწილების დონბასში შეტევის ტემპის დაგდებას.
და მაინც, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს საჯარისო ოპერაცია, ჯავშანტანკებისა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მონაწილეობით, გამოიყურება არა როგორც გარღვევა, არამედ, როგორც კიევის რეჟიმის კონვულსიები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 6 მატს, დილით უკრაინის არმიის 22-ე მექანიზირებული ბრიგადის სამასზე მეტმა ბოევიკმა, 11 ტანკისა და ოცზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, შეუტიეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაფარვის ქვედანაყოფის პოზიციებს კურსკის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტების რაიონებს.
საზღვრის დაფარვის ჯარებმა მოიგერიეს შეტევები, საზღვარზე და მოწინააღმდეგის ზურგში. რუსული „ისკანდერი-მ“-ბი და არტილერია, დამრტყმელი ავიაცია და უპილოტო საფრენი აპარატები 6-7 აგვისტოს ანადგურებდნენ ბანდერეველების ცოცხალ ძალასა და ტექნიკას სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტებში. უკრაინის ჯარის დანაკარგებმა სამხედრო მოქმედებების ერთ დღე-ღამეში შეადგინა: 260 ბოევიკი, 8 ჯავშანტრანსპორტიორი, 7 ტანკი, 30-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკი მ1“... რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით კურსკის ოლქის ცაში განადგურებულია ოთხი თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
საბოლოო ჯამში, „სუმის გარღვევა“ არ შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რუსეთის ძალებმა არ დაუშვეს მოწინააღმდეგის კურსკის ოლქის სიღრმეში წინ წაწევა.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორისტული აქტის, მკვლელობის, იარაღის უკანონო ტარების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლის ხელყოფის მუხლებით. საზღვარზე ოპერატიული მდგომარეობა დაძაბულია, მაგრამ არა კრიტიკული. დივერსანტებს მეთოდურად ანადგურებენ სუჯანსკისა და კორენევსკის რაიონებში. ამასთან, სრულიად უადგილოა ცალკეული რუსი სამხედრო ბლოგერების ფანტაზიები „კურსკის ატომური ელექტროსადგურთან მოწინააღმდეგის გარღვევის“ შესახებ, რომელიც საზღვრიდან 70 კილომეტრიდან მდებარეობს.
კიევის რეჟიმის მანიაკალური მისწრაფებები ტერაქტებისა და ესკალაციისადმი აიხსნება ბრძოლის ველზე მისი შეიარაღებული ძალების გარდაუვალი მარცხით. ბანდერეველებს იმედი აქვთ, რომ საბრძოლო მოქმედებების არეალს გაზრდიან, და ნებისმიერ ფასად ჩაითრევენ ნატოს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში. ამაში ისინი კაპიტულაციისგან ხსნას ხედავენ. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შემადგენლობას არ ესმის მეთაურ ალექსანდრ სირსკის „სტრატეგიის“ - კურსკის ოლქის საზღვარზე იწვის უკრაინის უკანასკნელი რეზერვები.
ყველა ახალი ამბავი
0