https://sputnik-georgia.com/20240809/seertebuli-statebi-saqartvelosi-ormag-standartebsi-daadanasaules-289388591.html
შეერთებული შტატები საქართველოში ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს
შეერთებული შტატები საქართველოში ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს
Sputnik საქართველო
ავტორებს ასევე აშფოთებს საქართველოს ხელისუფლებების გარედან შეცვლისა და ქვეყნის საელჩოებიდან მართვის აშკარა და ღია მცდელობები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. 09.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-09T19:27+0400
2024-08-09T19:27+0400
2024-08-09T19:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266301864_0:104:2099:1284_1920x0_80_0_0_09a067ee08ba0bee1fe076332c3d5793.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სურვილი, დამალოს საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მსგავსი ორმაგი სტანდარტები ქართულ საზოგადოებაში დიდ უნდობლობას აღძრავს, ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორებისადმი წერილობით მიმართვაში.ივლისში აშშ-ის კონგრესმა განიხილა კანონპროექტი MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia"s Options for Building Accountability, Resilience and Independence), რომელშიც საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. გასულ კვირაში კი საქართველოს პრობლემა სენატმაც განიხილა.როგორც ამ მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, „ამ მოსმენების პათოსმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია და არაერთი მწვავე კითხვა დაბადა“.მიმართვის ავტორები სვამენ კითხვას, რატომ არ მიმდინარეობს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან პროცესის სრულყოფის მიზნით, თუკი ამ კანონში დასახვეწია რაიმე ასპექტი და რატომ ისჯება ქართველი ხალხი და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება გამჭვირვალობის სრულიად დემოკრატიული კანონისათვის.მათი აზრით, დაფინანსების გასაჯაროებაზე უარის თქმა - არამეგობრული ჟესტია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ეჭვებს აღძრავს.„თუ არ გინდათ გასაჯაროება იმის, ვინ რისთვის ფინანსდება თქვენსავე სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში, ეს თავისთავად სერიოზული პრობლემაა და ამგვარი ორმაგი სტანდარტები ქართველ საზოგადოებაში დიდ უნდობლობას აჩენს. მეგობრები ასე არ იქცევიან ნამდვილად“, - ნათქვამია განცხადებაში.ეჭვებს იწვევს ისიც, რომ ამგვარად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ბარიკადებზე დგანან და ახორციელებენ იმ საქმიანობას, რომელიც მათ კანონმდებლობითა და რეგულაციებით აქვთ აკრძალული, აღნიშნულია მიმართვაში.„გამჭვირვალობის შესახებ მართლაც უწყინარი კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი. კანონი აქ არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ“, - მიაჩნიათ მიმართვის ავტორებს.ავტორების აზრით, მთელი პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ომი რუსეთთან და ამით გეგმები აურია აშშ-ის ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის ესკალაციითაა დაინტერესებული.ავტორებს ასევე აშფოთებს საქართველოს ხელისუფლებების გარედან შეცვლისა და ქვეყნის საელჩოებიდან მართვის აშკარა და ღია მცდელობები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან.„ჩვენ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თავისუფლება და თანასწორობაზე, მეგობრობაზე დამყარებული საერთაშორისო პარტნიორობა გვინდა. მთავრობებს ხალხი ირჩევს და ცვლის და არა საელჩოები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ გვინდა მეგობრობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".2024 წლის ივნისიდან კი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".30 მაისს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ივნისის დასაწყისში შემოიღო სავიზო შეზღუდვები, ივლისის დასაწყისში კი საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) განუსაზღვრელი ვადით გადადო.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.ყველა ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სკანდალური კანონის მიღებითა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკით.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266301864_123:0:1974:1388_1920x0_80_0_0_6c04712fd3a2044d6be703cf87f7f244.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
შეერთებული შტატები საქართველოში ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს
ავტორებს ასევე აშფოთებს საქართველოს ხელისუფლებების გარედან შეცვლისა და ქვეყნის საელჩოებიდან მართვის აშკარა და ღია მცდელობები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის სურვილი, დამალოს საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მსგავსი ორმაგი სტანდარტები ქართულ საზოგადოებაში დიდ უნდობლობას აღძრავს, ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორებისადმი წერილობით მიმართვაში.
ივლისში აშშ-ის კონგრესმა განიხილა კანონპროექტი MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia"s Options for Building Accountability, Resilience and Independence), რომელშიც საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. გასულ კვირაში კი საქართველოს პრობლემა სენატმაც განიხილა.
როგორც ამ მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, „ამ მოსმენების პათოსმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია და არაერთი მწვავე კითხვა დაბადა“.
„ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომაა უფრო მკაცრი ამერიკული, კანადური ან ფრანგული (სხვა ქვეყნების რეგულაციებზე რომ არაფერი ვთქვათ) ანალოგიური კანონი - სიკეთე და ქართული-დემოკრატიული უკუსვლა? კანონი, რომელიც ერთადერთს - წელიწადში ერთხელ ანგარიშის დეკლარირებას ითხოვს იმ ორგანიზაციებისგან, რომელთაც უცხო ქვეყნები, მათ შორის, თქვენც აფინანსებთ“, - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვის ავტორები სვამენ კითხვას, რატომ არ მიმდინარეობს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან პროცესის სრულყოფის მიზნით, თუკი ამ კანონში დასახვეწია რაიმე ასპექტი და რატომ ისჯება ქართველი ხალხი და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება გამჭვირვალობის სრულიად დემოკრატიული კანონისათვის.
მათი აზრით, დაფინანსების გასაჯაროებაზე უარის თქმა - არამეგობრული ჟესტია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ეჭვებს აღძრავს.
„თუ არ გინდათ გასაჯაროება იმის, ვინ რისთვის ფინანსდება თქვენსავე სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში, ეს თავისთავად სერიოზული პრობლემაა და ამგვარი ორმაგი სტანდარტები ქართველ საზოგადოებაში დიდ უნდობლობას აჩენს. მეგობრები ასე არ იქცევიან ნამდვილად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეჭვებს იწვევს ისიც, რომ ამგვარად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ბარიკადებზე დგანან და ახორციელებენ იმ საქმიანობას, რომელიც მათ კანონმდებლობითა და რეგულაციებით აქვთ აკრძალული, აღნიშნულია მიმართვაში.
„გამჭვირვალობის შესახებ მართლაც უწყინარი კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი. კანონი აქ არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ“, - მიაჩნიათ მიმართვის ავტორებს.
ავტორების აზრით, მთელი პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ომი რუსეთთან და ამით გეგმები აურია აშშ-ის ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის ესკალაციითაა დაინტერესებული.
„სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს ბოლო თვეებში განხორციელებულ წარმოუდგენელი მასშტაბის, სიხშირისა და ინტენსივობის უსამართლო თავდასხმებს ქართული სახელმწიფოსადმი, არც გამომწვევ, გარე-ჩარევებს ქვეყნის შიდა საქმეებში და არც ღია მხარდაჭერას თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიციისადმი, რომლებიც მზად არიან მეორე ფრონტის გასახსნელად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორებს ასევე აშფოთებს საქართველოს ხელისუფლებების გარედან შეცვლისა და ქვეყნის საელჩოებიდან მართვის აშკარა და ღია მცდელობები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან.
„ჩვენ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თავისუფლება და თანასწორობაზე, მეგობრობაზე დამყარებული საერთაშორისო პარტნიორობა გვინდა. მთავრობებს ხალხი ირჩევს და ცვლის და არა საელჩოები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ გვინდა მეგობრობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის".
2024 წლის ივნისიდან კი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
30 მაისს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ივნისის დასაწყისში შემოიღო სავიზო შეზღუდვები, ივლისის დასაწყისში კი საქართველოში ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) განუსაზღვრელი ვადით გადადო.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
ყველა ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სკანდალური კანონის მიღებითა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკით.