https://sputnik-georgia.com/20240809/geno-petriasvili-olimpoiuri-turniris-naxevarfinalsi-gavida-289386686.html
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
Sputnik საქართველო
პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელი სპორტსმენი ალექსანდრ ხოციანოვსკი ანგარიშით 11-0 დაამარცხა, მეოთხედფინალურ მატჩში კი პოლონელ რობერტ ბარანს ანგარიშით 9:2... 09.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-09T16:37+0400
2024-08-09T16:37+0400
2024-08-09T16:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/12/282341797_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_c6efe223f49f1a76709b28f4f6b5fe96.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა.პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელი სპორტსმენი ალექსანდრ ხოციანოვსკი ანგარიშით 11-0 დაამარცხა.მეოთხედფინალურ მატჩში ქართველმა მოჭიდავემ პოლონელ რობერტ ბარანს ანგარიშით 9:2 სძლია.ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.პეტრიაშვილის ძირითადი კონკურენტები ირანელი ამირ ზარე და თურქი ტაჰა აკგული ერთმანეთს მეორე ნახევარფინალში შეხვდებიან.ფინალური ბლოკი დღეს 20:15 საათიდან, ხოლო პეტრიაშვილის და მეშვილდიშვილის ბრძოლა დაახლოებით 20:45 საათზე დაიწყება.გენო პეტრიაშვილი არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს, ევროპის, ევროპული და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/12/282341797_182:0:2913:2048_1920x0_80_0_0_275042047a7261ef4999f30ef966c88c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ტურნირის ნახევარფინალში გავიდა
პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელი სპორტსმენი ალექსანდრ ხოციანოვსკი ანგარიშით 11-0 დაამარცხა, მეოთხედფინალურ მატჩში კი პოლონელ რობერტ ბარანს ანგარიშით 9:2 სძლია.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა.
პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელი სპორტსმენი ალექსანდრ ხოციანოვსკი ანგარიშით 11-0 დაამარცხა.
მეოთხედფინალურ მატჩში ქართველმა მოჭიდავემ პოლონელ რობერტ ბარანს ანგარიშით 9:2 სძლია.
ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.
პეტრიაშვილის ძირითადი კონკურენტები ირანელი ამირ ზარე და თურქი ტაჰა აკგული ერთმანეთს მეორე ნახევარფინალში შეხვდებიან.
ფინალური ბლოკი დღეს 20:15 საათიდან, ხოლო პეტრიაშვილის და მეშვილდიშვილის ბრძოლა დაახლოებით 20:45 საათზე დაიწყება.
გენო პეტრიაშვილი არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს, ევროპის, ევროპული და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი.