ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე: გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალშია

© AP Photo / Anvar Ilyasovგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2024
გამოწერა
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა.
პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელი სპორტსმენი ალექსანდრ ხოციანოვსკი ანგარიშით 11-0 დაამარცხა.
მომდევნო მატჩში ქართველი მოჭიდავე პოლონელ რობერტ ბარანს შეხვდება.
გენო პეტრიაშვილი არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს, ევროპის, ევროპული და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი.
ყველა ახალი ამბავი
0