ქართველები ოლიმპიადაზე: გენო პეტრიაშვილი ფინალშია

© Georgian National Olympic Committeeგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2024
გამოწერა
ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი ანგარიშით 7:0 დაამარცხა
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა.
ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი ანგარიშით 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის, თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი გაიმართება შაბათს, 10 აგვისტის. გენო პეტრიაშვილის ბრძოლა, სადაც ის ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.
გენო პეტრიაშვილი არის სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს, ევროპის, ევროპული და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი.
ყველა ახალი ამბავი
0