სროლა ბათუმში - დაჭრილია სამი ახალგზარდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2024
გამოწერა
სროლა ბათუმში - დაჭრილია სამი ახალგზარდა
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სამი ახალგაზრდა დაიჭრა ბათუმში ღამით მომხდარი სროლის შედეგად, იუწყება „მთავარი არხი“.
სროლა კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ცნობილია, რომ სამივე დაჭრილი ამავე რესტორნის თანამშრომელია.
ტელეკომპანიის ცნობით, სამივე ახალგაზრდა, რომელთა შორის ორი ბიჭია და ერთი გოგო, 25 წლამდეა.
„მთავარი არხის" ინფორმაციითვე, იდენტიფიცირებულია დამნაშავეც.
ამ დროსათვის უცნობია, უძღოდა თუ არა სროლას წინ რაიმე სახის შელაპარაკება ან რა გახდა დანაშაულის მოტივი.
ყველა ახალი ამბავი
0