საქართველოს ნაკრები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიადას უმედლოდ ტოვებს

© photo: GeoWrestling / FBლაშა გობაძე
ლაშა გობაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2024
გამოწერა
რეპეშაჟში, სადაც გობაძეს ბრინჯაოსთვის ასპარეზობის შანსი ჰქონდა, ის დანიელ ტურპალ-ალი ბისულტანოვთან დამარცხდა
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. 87 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და პარიზის ოლიმპიადას ტოვებს.
პარიზის ოლიმპიადაში სულ სამი ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მონაწილეობდა: რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ), ლაშა გობაძე (-87 კგ) და რამაზ ზოიძე (-67 კგ). სამივე ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაერთო, თუმცა ტურნირის ფინალურ ბლოკში ვერცერთი ვერ გავიდა.
რეპეშაჟში, სადაც გობაძეს ბრინჯაოსთვის ასპარეზობის შანსი ჰქონდა, ის დანიელ ტურპალ-ალი ბისულტანოვთან დამარცხდა (0:6).
8 აგვისტოდან პარიზის ოლიმპიადაზე ოთხი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე იწყებს ასპარეზობას. ხალიჩაზე პირველი ვლადიმერ გამყრელიძე (-86 კგ) გამოვა. მერვედფინალში მისი მეტოქე უზბეკი მოჭიდავე ჯაბრაილ შაპიევი იქნება.
გამყრელიძე ევროპის 2022 წლის ჩემპიონი და 2023 წლის მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანია.
პარიზის ოლიმპიადის მე-14 დღისთვის საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა: ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო, ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და ილია სულამანიძემ (-100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასევე ბრინჯაო მოკრივე ლაშა გურულმა (-63,5 კგ) აიღო.
ყველა ახალი ამბავი
0