თბილისში 13 ათასამდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2024
გამოწერა
კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დიღმის რაიონში გაზმომარაგება 13 ათასამდე აბონენტს შეუწყდება, ნათქვამია კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეწყდება 7 აგვისტოს 14:00 საათიდან 8 აგვისტოს 10:00 საათამდე პერიოდში. გაზმომარაგების აღდგენა 8 აგვისტოს 21 საათისთვის დასრულდება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის კვარტლების მოსახლეობას, რობაქიძის, აკაკი ბაქრაძის, ახმეტელის, მიქელაძის, ქუჩების მოსახლეობის ნაწილს და კომერციულ ობიექტებს, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორნებსა და დაწესებულებებს.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0