https://sputnik-georgia.com/20240807/shota-mishvelidzem-asparezoba-umedlod-daasrula-289369055.html
ძალოსანმა შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა
ძალოსანმა შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. 07.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-07T21:14+0400
2024-08-07T21:14+0400
2024-08-07T21:35+0400
საქართველო
სპორტი
პარიზის ოლიმპიადა 2024
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23836/88/238368822_331:287:1724:1071_1920x0_80_0_0_b9c7cbe8ada60821691637cc852d80fc.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანმა შოთა მიშველიძემ ტურნირზე მონაწილეობა უმედლოდ დაასრულა. შოთა მიშველიძემ ატაცში 121 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში ჯერ 125 ასწია, შემდეგ – 135, ბოლოს 150-კილოგრამიან შტანგასთან მივიდა. თუმცა, ცდა გაუცუდდა და აკვრაში ყველაზე მაღალი 135 კილოგრამი დარჩა.ამ შედეგით ქართველი ძალოსანი ორჭიდის ჯამში მეექვსე იყო – 256 კილოგრამი.მიშველიძე 2018 და 2023 წლების ევროპის ორგზის ჩემპიონი, 2017, 2021 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორია.ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23836/88/238368822_535:274:1598:1071_1920x0_80_0_0_2452f4bac9ef530495bde82699c56d10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, ახალი ამბები
ძალოსანმა შოთა მიშველიძემ ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა
21:14 07.08.2024 (განახლებულია: 21:35 07.08.2024) ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანმა შოთა მიშველიძემ ტურნირზე მონაწილეობა უმედლოდ დაასრულა.
შოთა მიშველიძემ ატაცში 121 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში ჯერ 125 ასწია, შემდეგ – 135, ბოლოს 150-კილოგრამიან შტანგასთან მივიდა. თუმცა, ცდა გაუცუდდა და აკვრაში ყველაზე მაღალი 135 კილოგრამი დარჩა.
ამ შედეგით ქართველი ძალოსანი ორჭიდის ჯამში მეექვსე იყო – 256 კილოგრამი.
მიშველიძე 2018 და 2023 წლების ევროპის ორგზის ჩემპიონი, 2017, 2021 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორია.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.