რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ატმის ექსპორტისგან

© photo: Sputnikატამი
ატამი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2024
გამოწერა
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ 170 ათას ტონაზე მეტი ატმის ექსპორტი განახორციელა და 154 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 20,7 მლნ დოლარის ღირებულების 17,9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 647 ტონით (4%-ით), ხოლო ღირებულება 1,9 მილიონი აშშ დოლარით (10 %-ით) გაიზარდა.
როგორც ადრე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნა, წელს ერთი კილოგრამი ატმის საბაზრო ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა და 1,14 დოლარი შეადგინა.
ჯამში, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ 170 ათას ტონაზე მეტი ატმის ექსპორტი განახორციელა და 154 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ამ მიზნით ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი", რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან მოქმედებს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის" ძირითადი მიზანია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული მეწარმეებისთვის – იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
გარდა ამისა, 2015 წლიდან მოქმედებს პროგრამა „დანერგე მომავალი", რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის" შემადგენელი ნაწილია და ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა, სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს.
ყველა ახალი ამბავი
0