https://sputnik-georgia.com/20240807/papuashvili-saarchevno-procesi-ucxo-zalebis-charevit-mimdinareobs-289357880.html
პაპუაშვილი: საარჩევნო პროცესი უცხო ძალების ჩარევით მიმდინარეობს
პაპუაშვილი: საარჩევნო პროცესი უცხო ძალების ჩარევით მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეუთო/ოდირის მისია სათანადო შეფასებას მისცემს მოვლენებს. 07.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-07T10:29+0400
2024-08-07T10:29+0400
2024-08-07T10:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b87bf69985007b6f20063058e8de22b3.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. წინასაარჩევნო პროცესი დარღვევით და უცხო ძალების ჩარევით მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია აგვისტოს ბოლოს დაიწყება.3 აგვისტოს არასამთავროო ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD), თელავში „დემოკრატიის ფესტივალი" ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო - ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და „ახალის" ლიდერებმა.მისი თქმით, ასევე თვალსაჩინოა საარჩევნო პროცესებში დამკვირვებლების ჩართულობა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე აქტიური კამპანია მიმდინარეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ.პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეუთო/ოდირის მისია სათანადო შეფასებას მისცემს მოვლენებს. „იმედი მაქვს, რომ ეუთო-ოდირის მისია, რომელიც ამჟამად პროცესებს შორიდან აკირდება, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, ასახავენ ამას თავიანთ ანგარიშებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საპარლამენტო არჩევნებისაპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_55:0:1876:1366_1920x0_80_0_0_51e448d2978d522201e1dddec2df2efc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები, შალვა პაპუაშვილი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები, შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: საარჩევნო პროცესი უცხო ძალების ჩარევით მიმდინარეობს
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეუთო/ოდირის მისია სათანადო შეფასებას მისცემს მოვლენებს.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. წინასაარჩევნო პროცესი დარღვევით და უცხო ძალების ჩარევით მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია აგვისტოს ბოლოს დაიწყება.
„სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის, უცხოური ძალების ჩარევა საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა პაპუაშვილმა, რის მაგალითადაც „დემოკრატიის ფესტივალი“ მოიყვანა.
3 აგვისტოს არასამთავროო ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD), თელავში „დემოკრატიის ფესტივალი" ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო - ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და „ახალის" ლიდერებმა.
მისი თქმით, ასევე თვალსაჩინოა საარჩევნო პროცესებში დამკვირვებლების ჩართულობა.
„წინასაარჩევნო პროცესში ჩართული არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც, რაც ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე აქტიური კამპანია მიმდინარეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეუთო/ოდირის მისია სათანადო შეფასებას მისცემს მოვლენებს.
„იმედი მაქვს, რომ ეუთო-ოდირის მისია, რომელიც ამჟამად პროცესებს შორიდან აკირდება, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, ასახავენ ამას თავიანთ ანგარიშებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.