ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

© photo: GeoWrestling / FBლაშა გობაძე
ლაშა გობაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2024
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს 87 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გობაძემ მერვედფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას დაძაბულ ბრძოლაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
გობაძის მეტოქე ნახევარფინალის საგზურისთვის ბულგარელი სემენ ნოვიკოვი იქნება.
დღეს ასევე იასპარეზა 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემაც, რომელიც პირველივე ორთაბრძოლაში ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან დამარცხდა. იგი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ისმაილოვი ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს.
გობაძე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.
საფინალო შეხვედრები ხუთშაბათს, 8 აგვისტოს გაიმართება.
ამ დროისთვის,საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0