https://sputnik-georgia.com/20240807/gamocdebis-shedegebis-gasachivreba-daiwyo-289361158.html
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დაიწყო
Sputnik საქართველო
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ 07.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-07T12:04+0400
2024-08-07T12:04+0400
2024-08-07T12:04+0400
საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279765342_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_4d978d5dd2b0a094e4cd05b67c732f2d.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს მასშტაბით არსებულ 24 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა. სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულება 50 ლარია, შეფასების ცვლილების შემთხვევაში კი თანხა უკან ბრუნდება. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში,თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.სააპელაციო განაცხადის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან, ონლაინ სწრაფი გადახდის ტერმინალებში ან „საქართველოს ბანკში" (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი).ცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა გადაიფიქრა სააპელაციო განაცხადის შემოტანა და შესაბამისად, სურს უკვე გადმოგზავნილი სააპელაციო განაცხადის გაუქმება, აუცილებელია განაცხადი გააუქმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე. სააპელაციო ვადებში განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, თანხა დაუბრუნდება უკან.ასევე, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 3 ათასზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 10 ათასზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის – 18,9 ათასამდე აპლიკანტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279765342_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_dc5e87468c85f43112dc54ee97049ad5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დაიწყო
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მასშტაბით არსებულ 24 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადები მიიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 9 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. სააპელაციო განაცხადის შესავსებად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულება 50 ლარია, შეფასების ცვლილების შემთხვევაში კი თანხა უკან ბრუნდება. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში,თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
სააპელაციო განაცხადის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან, ონლაინ სწრაფი გადახდის ტერმინალებში ან „საქართველოს ბანკში" (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი).
„აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი. საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება. ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა", — ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა გადაიფიქრა სააპელაციო განაცხადის შემოტანა და შესაბამისად, სურს უკვე გადმოგზავნილი სააპელაციო განაცხადის გაუქმება, აუცილებელია განაცხადი გააუქმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე. სააპელაციო ვადებში განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, თანხა დაუბრუნდება უკან.
ასევე, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის – 3 ათასზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის – 10 ათასზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის – 18,9 ათასამდე აპლიკანტი.