https://sputnik-georgia.com/20240807/cecxladze-saqartvelos-da-rusets-larsze-problemebis-mogvarebas-stxovs-289364108.html
დავით ცეცხლაძე საქართველოსა და რუსეთს „ზემო ლარსზე" პრობლემის მოგვარებას სთხოვს
დავით ცეცხლაძე საქართველოსა და რუსეთს „ზემო ლარსზე" პრობლემის მოგვარებას სთხოვს
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია 07.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-07T19:49+0400
2024-08-07T19:49+0400
2024-08-07T19:49+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ზემო ლარსი
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265584557_0:35:1300:766_1920x0_80_0_0_2dc58dbac84399c0e364ffee08742676.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს მიმართავს განიხილონ ალტერნატიული გზების გახსნის შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ საქართველო-რუსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი- ზემო ლარსზე" შექმნილი სიტუაციის მოგვარებას.საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თუმცა, რუსეთის მხარეს „ზემო ლარსის" ტერიტორიაზე საპარკინგე ადგილების სიმცირის გამო ტრაილერების რიგი წარმოიშვა.„ვთხოვ რუსეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს ხელი შეუწყონ ამ საკითხის მოგვარებას და განიხილონ ალტერნატიული გზების გახსნის შესაძლებლობა“, - ნათქვამია ცეცხლაძის მიმართვაში.როგორც ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვითარებამ ნებისმიერ დროს შეიძლება მიიყვანოს სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილების კომფორტსა და ტვირთების მიწოდების ვადებზე.საქართველო-რუსეთის საზღვარზე „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტი 6 აგვისტოს 05:00 საათიდან 10:00 საათამდე პერიოდში ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით დაიკეტა. ტექნიკური სამუშაოები ახალი ავტომატური სარეზერვო ელექტროგამანაწილებელი ქსელის განახლებას უკავშირდებოდა.ამ დროისთვის „ყაზბეგის" ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს.მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
საქართველო
ზემო ლარსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265584557_117:0:1184:800_1920x0_80_0_0_526c48d2203f2d9f84a19e0d387dfc32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ზემო ლარსი , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ზემო ლარსი , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში
დავით ცეცხლაძე საქართველოსა და რუსეთს „ზემო ლარსზე" პრობლემის მოგვარებას სთხოვს
ამ დროისთვის რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს მიმართავს განიხილონ ალტერნატიული გზების გახსნის შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ საქართველო-რუსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი- ზემო ლარსზე" შექმნილი სიტუაციის მოგვარებას.
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თუმცა, რუსეთის მხარეს „ზემო ლარსის" ტერიტორიაზე საპარკინგე ადგილების სიმცირის გამო ტრაილერების რიგი წარმოიშვა.
„ვთხოვ რუსეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს ხელი შეუწყონ ამ საკითხის მოგვარებას და განიხილონ ალტერნატიული გზების გახსნის შესაძლებლობა“, - ნათქვამია ცეცხლაძის მიმართვაში.
როგორც ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ვითარებამ ნებისმიერ დროს შეიძლება მიიყვანოს სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილების კომფორტსა და ტვირთების მიწოდების ვადებზე.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტი 6 აგვისტოს 05:00 საათიდან 10:00 საათამდე პერიოდში ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით დაიკეტა. ტექნიკური სამუშაოები ახალი ავტომატური სარეზერვო ელექტროგამანაწილებელი ქსელის განახლებას უკავშირდებოდა.
ამ დროისთვის „ყაზბეგის" ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.