https://sputnik-georgia.com/20240806/zurabishvils-premieris-kandidaturastan-dakavshirebit-opoziciis-shetanxmebis-ar-sjera-289343334.html
პრეზიდენტს პრემიერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთანხმების არ სჯერა
პრეზიდენტს პრემიერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთანხმების არ სჯერა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია შეთანხმება ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც იქნება შეზღუდული მანდატით 06.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-06T10:29+0400
2024-08-06T10:29+0400
2024-08-06T10:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178576_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_7b886ace3f8b1fbc17679e8e0ea47749.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურ პარტიებს ამბიციები არ მისცემს საშუალებას პრემიერის პოსტზე ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.პარტიებმა - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ახალმა“ და „ლელო საქართველოსთვის“ ივნისში ხელი მოაწერეს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ქარტიას, რომელშიც შეთანხმდნენ, რომ შექმნან „ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია“ 26 ოქტომბრის არჩევნებში საუკეთესო შედეგების მისაღწევად.ამასთან, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია შეთანხმება ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც იქნება შეზღუდული მანდატით, როგორც არის შეზღუდული მანდატით პარლამენტი, რომელსაც ექნება ვალდებულება, რომ შეასრულოს ქარტია.როგორც მან აღნიშნა, მთავრობას ექნება შეზღუდული მანდატი ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველო დააბრუნოს იმ გზაზე, ანუ აღადგინოს ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან, აღადგინოს პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, აღადგინოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ანუ ყველაფერი ის, რაც მთავრობას შეუძლია რომ ჩვეულებრივი საქმიანობა განახორციელოს.„ამ საქმეს თუ გავაკეთებთ, ეს უკვე იქნება უზარმაზარი საქმე და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე, როცა ასევე მივიღებთ ამერიკისგან მეგობრული აქტის მართლა მეგობრულ ნაწილს, იმ პოზიტივს, რაც დაპირებულია ამ დოკუმენტში, ძალიან ბევრი რამ წინ წაიწევს", - განაცხადა პრეზიდენტმა.მისი აზრით, მაშინ დადგება დრო სერიოზული, ძირეული რეფორმების იმ საზოგადოების, რომელიც დღემდე კოჭლობს ამ კუთხით, ეს იქნება განათლება, ჯანდაცვა და ა.შ.საპარლამენტო არჩევნებისაპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.ძალთა გადანაწილებასაპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178576_101:0:1922:1366_1920x0_80_0_0_1c9b28e695f86252dca974a6d4c126d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პრეზიდენტს პრემიერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთანხმების არ სჯერა
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია შეთანხმება ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც იქნება შეზღუდული მანდატით
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურ პარტიებს ამბიციები არ მისცემს საშუალებას პრემიერის პოსტზე ერთიან კანდიდატზე შეთანხმდნენ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.
პარტიებმა - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ახალმა“ და „ლელო საქართველოსთვის“ ივნისში ხელი მოაწერეს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ქარტიას, რომელშიც შეთანხმდნენ, რომ შექმნან „ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია“ 26 ოქტომბრის არჩევნებში საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
„არ მჯერა, რომ შესაძლებელია ერთ პრემიერ-მინისტრზე შეთანხმება, რომელიც იქნება პოლიტიკური ფიგურა, რადგანაც თითოეულ პარტიას აქვს თავისი ამბიციები და საკუთარი შეხედულებები სხვებზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია შეთანხმება ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც იქნება შეზღუდული მანდატით, როგორც არის შეზღუდული მანდატით პარლამენტი, რომელსაც ექნება ვალდებულება, რომ შეასრულოს ქარტია.
„ნურავინ დაგპირდებათ, რომ იქნება რაღაც სასწაული განათლების რეფორმა, სასწაული ჯანდაცვის რეფორმა, რადგანაც ამის არც დრო, არც საშუალება ექნება შეზღუდულმანდატიან მთავრობასა და პარლამენტს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობას ექნება შეზღუდული მანდატი ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველო დააბრუნოს იმ გზაზე, ანუ აღადგინოს ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან, აღადგინოს პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, აღადგინოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ანუ ყველაფერი ის, რაც მთავრობას შეუძლია რომ ჩვეულებრივი საქმიანობა განახორციელოს.
„ამ საქმეს თუ გავაკეთებთ, ეს უკვე იქნება უზარმაზარი საქმე და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე, როცა ასევე მივიღებთ ამერიკისგან მეგობრული აქტის მართლა მეგობრულ ნაწილს, იმ პოზიტივს, რაც დაპირებულია ამ დოკუმენტში, ძალიან ბევრი რამ წინ წაიწევს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი აზრით, მაშინ დადგება დრო სერიოზული, ძირეული რეფორმების იმ საზოგადოების, რომელიც დღემდე კოჭლობს ამ კუთხით, ეს იქნება განათლება, ჯანდაცვა და ა.შ.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მთავარი ბრძოლა წარიმართება მმართველ ძალა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.