https://sputnik-georgia.com/20240806/saqartvelo-parizis-olimpiadaze-6-agvistos-ganrigi-289343594.html
საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე: 6 აგვისტოს გამოსვლების განრიგი
საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე: 6 აგვისტოს გამოსვლების განრიგი
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა. 06.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-06T11:00+0400
2024-08-06T11:00+0400
2024-08-06T11:00+0400
საქართველო
სპორტი
პარიზის ოლიმპიადა 2024
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/06/289342807_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_a7fef48569dfaa3e19cff4d13e83fc76.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სამშაბათს, 6 აგვისტოს საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი სპორტის ერთი სახეობაში იასპარეზებს.ოლიმპიადის მე-12 დღეს სპორტის ათ სახეობაში მედლების 17 კომპლექტი გათამაშდება.საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.ჭიდაობასამშაბათს ჭიდაობაში ოლიმპიური ტურნირი იწყება. მედლებისთვის პირველები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ.97 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი მერვედფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე, ბელარუს აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში კი მისი მეტოქე მეოთხედფინალში ეგვიპტელ მუჰამედ გაბრსა და სერბეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქაჯაიას შორის გამარჯვებული იქნება.საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორია. კონტინენტის პირველობებზე კობლიაშვილს სამივე სინჯის თითო მედალი აქვს მოპოვებული.კობლიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იასპარეზებს – 2016 წელს რიოში მან მეცხრე ადგილი დაიკავა.ფინალური ორთაბრძოლები ოთხშაბათს, 7 აგვისტოს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/06/289342807_84:0:1904:1365_1920x0_80_0_0_60c66048b9876f7631cd0e5e8b6caa34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, პარიზის ოლიმპიადა 2024, ახალი ამბები
საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე: 6 აგვისტოს გამოსვლების განრიგი
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სამშაბათს, 6 აგვისტოს საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი სპორტის ერთი სახეობაში იასპარეზებს.
ოლიმპიადის მე-12 დღეს სპორტის ათ სახეობაში მედლების 17 კომპლექტი გათამაშდება.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია - ოქრო და ორი ვერცხლი, რომელიც ძიუდოისტებმა მოიპოვეს და ერთი ბრინჯაო, რომელიც მოკრივემ მოიპოვა.
სამშაბათს ჭიდაობაში ოლიმპიური ტურნირი იწყება. მედლებისთვის პირველები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ.
97 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი მერვედფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე, ბელარუს აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდება.
წარმატების შემთხვევაში კი მისი მეტოქე მეოთხედფინალში ეგვიპტელ მუჰამედ გაბრსა და სერბეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქაჯაიას შორის გამარჯვებული იქნება.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორია. კონტინენტის პირველობებზე კობლიაშვილს სამივე სინჯის თითო მედალი აქვს მოპოვებული.
კობლიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იასპარეზებს – 2016 წელს რიოში მან მეცხრე ადგილი დაიკავა.
ფინალური ორთაბრძოლები ოთხშაბათს, 7 აგვისტოს გაიმართება.