https://sputnik-georgia.com/20240806/saeklesio-kalendari-6-agvisto-289335880.html
საეკლესიო კალენდარი: 6 აგვისტო
საეკლესიო კალენდარი: 6 აგვისტო
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 აგვისტოს ღირსი ილარიონ თუალელის, მოწამე ქრისტინეს, კეთილმორწმუნე მთავართა: ბორისისა და გლების, ნათლისღებით რომანოზისა და... 06.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-06T09:00+0400
2024-08-06T09:00+0400
2024-08-06T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23389/46/233894670_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_d033f44ec5b77b523ad6d53253578875.jpg
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.წმიდა ილარიონ თუალელიღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდაღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქის მახლობლად მდებარე თუალის მოანსტრიდან.წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს სიწმიდე და სიბრძნე, რითაც გიორგიმ დაატკბო საქართველოს ეკლესია. მიხეილ საბინინის (1845-1900) ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს. წმიდა მოწამე ქრისტინეწმიდა მოწამე ქრისტინეს მამა - ურბანოსი ქალაქ ტვირის მმართველი იყო. თერთმეტი წლის ასაკს მიწევნული ქალწული საოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა და მრავალს სურდა მასზე დაქორწინება, მაგრამ მამა ნეტარს ქურუმად ზრდიდა. მან ქრისტინე საგანგებოდ აგებულ საკერპო შენობაში გამოკეტა და უბრძანა, ეკმია კერპებისათვის. ასულს ორი მხევალი ემსახურებოდა.მას ქრისტინეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა. მან ასულს ქრისტეს სასძლო უწოდა და ისიც უწინასწარმეტყველა, რომ უფლის სახელისთვის წამების დათმენა მოუწევდა. ამის შემდეგ წმიდანმა ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკი შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა. როცა მამამ, ურბანოსმა შვილი მოინახულა, გაოცებულმა იკითხა, კერპები სად გაქრნენო. ქრისტინე დუმდა. მმართველმა მხევლებს მოუწოდა, მათგან შეიტყო სიმართლე და, გაგონილით გონდაკარგულმა, ბრძანა, დაეხოცათ შვილის მხევლები, თავად ქრისტინე კი საშინელი წამების შემდეგ დილეგში ჩააგდო. წმიდა ქრისტინე დიდხანს ჰყავდათ დილეგში გამომწყვდეული . ტვირის მმართველად დადგენილი იულიანეს ბრძანებით მას თავი მოკვეთეს.ბორისი და გლებიძმები ბორისი და გლები მოციქულთასწორი ვლადიმირის შვილები იყვნენ. მამამ თავისივე სიცოცხლეში შვბილებს მიწები დაუნაწილა. ბორის რიამაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი მურომისა.წმინდა ვლადიმირის სიკვდილის შემდეგ, 1015 წელს, სამთავრო ხელში ჩაიგდო შვილობილმა სვიატოპოლკმა (რუსეთის ისტორიაში "წყეულის" სახელითაა ცნობილი).სვიტოპოლკმა წმინდა ძმების მოკვლა გადაწყვიტა. დაიქირავა მკვლელები.24 ივლისის ღამე ბოროტგანმზრახველები წმიდა მთავრის კარავთან მიიპარნენ, მაგრამ კარიდან ფსალმუნთა გალობა მოესმათ და გადაწყვიტეს, დაეცადათ, სანამ ბორისი დასაძინებლად დაწვებოდა. შემდეგ დაესხნენ წმინდანს და მახვილებით დაწყლულებული, სვიატოპოლკთან წაიყვანეს.სვიტოპოლკმა როცა შეიტყო, რომ ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხალხი გაგზავნა მის მოსაკლავად. წმიდა მთავრის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში და წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.ბორისის სიკვდილის შემდეგ სვიატოპოლკმა მალემსრბოლელები გლებთან გაგზავნა და მძიმედ დასნეულებულ მამასთან მოუხმო. გლებიც დაუყოვნებლივ გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად. გზაში, მკვლელები წამოეწივნენ ნეტარს და მახვილებით მოუსწრაფეს სიცოცხლე. მისი ცხედარი იქვე, მდინარე სმიადინის პირას მიაგდეს და ზედ ფიჩხები დააყარეს.უფლის რჩეულის წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: იმ ადგილას ხან ნათლის სვეტი ადგებოდა, ხანაც ანგელოზთა ტკბილი გალობა ისმოდა. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს. გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს იგი თავიანთ ქალაქში.იაროსლავმა, რომელმაც დაამარცხა სვიტოპოლკი და კიევის დიდ მთავარი გახდა გლების წმიდა ნეშტი ვიშგოროდში გადაასვენა და ბორისის გვერდით დაკრძალა, წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმიდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილები იქ გადააბრძანა.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20240805/saeklesio-kalendari-5-agvisto-289326487.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23389/46/233894670_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_2345d00115d1572de18f3ba2e740d5d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 6 აგვისტო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 აგვისტოს ღირსი ილარიონ თუალელის, მოწამე ქრისტინეს, კეთილმორწმუნე მთავართა: ბორისისა და გლების, ნათლისღებით რომანოზისა და დავითის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა
ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქის მახლობლად მდებარე თუალის მოანსტრიდან.
წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს სიწმიდე და სიბრძნე, რითაც გიორგიმ დაატკბო საქართველოს ეკლესია. მიხეილ საბინინის (1845-1900) ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს.
წმიდა მოწამე ქრისტინეს მამა - ურბანოსი ქალაქ ტვირის მმართველი იყო. თერთმეტი წლის ასაკს მიწევნული ქალწული საოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა და მრავალს სურდა მასზე დაქორწინება, მაგრამ მამა ნეტარს ქურუმად ზრდიდა. მან ქრისტინე საგანგებოდ აგებულ საკერპო შენობაში გამოკეტა და უბრძანა, ეკმია კერპებისათვის. ასულს ორი მხევალი ემსახურებოდა.
მას ქრისტინეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა. მან ასულს ქრისტეს სასძლო უწოდა და ისიც უწინასწარმეტყველა, რომ უფლის სახელისთვის წამების დათმენა მოუწევდა. ამის შემდეგ წმიდანმა ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკი შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა. როცა მამამ, ურბანოსმა შვილი მოინახულა, გაოცებულმა იკითხა, კერპები სად გაქრნენო. ქრისტინე დუმდა. მმართველმა მხევლებს მოუწოდა, მათგან შეიტყო სიმართლე და, გაგონილით გონდაკარგულმა, ბრძანა, დაეხოცათ შვილის მხევლები, თავად ქრისტინე კი საშინელი წამების შემდეგ დილეგში ჩააგდო. წმიდა ქრისტინე დიდხანს ჰყავდათ დილეგში გამომწყვდეული . ტვირის მმართველად დადგენილი იულიანეს ბრძანებით მას თავი მოკვეთეს.
ძმები ბორისი და გლები მოციქულთასწორი ვლადიმირის შვილები იყვნენ. მამამ თავისივე სიცოცხლეში შვბილებს მიწები დაუნაწილა. ბორის რიამაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი მურომისა.
წმინდა ვლადიმირის სიკვდილის შემდეგ, 1015 წელს, სამთავრო ხელში ჩაიგდო შვილობილმა სვიატოპოლკმა (რუსეთის ისტორიაში "წყეულის" სახელითაა ცნობილი).
სვიტოპოლკმა წმინდა ძმების მოკვლა გადაწყვიტა. დაიქირავა მკვლელები.
24 ივლისის ღამე ბოროტგანმზრახველები წმიდა მთავრის კარავთან მიიპარნენ, მაგრამ კარიდან ფსალმუნთა გალობა მოესმათ და გადაწყვიტეს, დაეცადათ, სანამ ბორისი დასაძინებლად დაწვებოდა. შემდეგ დაესხნენ წმინდანს და მახვილებით დაწყლულებული, სვიატოპოლკთან წაიყვანეს.
სვიტოპოლკმა როცა შეიტყო, რომ ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხალხი გაგზავნა მის მოსაკლავად. წმიდა მთავრის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში და წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
ბორისის სიკვდილის შემდეგ სვიატოპოლკმა მალემსრბოლელები გლებთან გაგზავნა და მძიმედ დასნეულებულ მამასთან მოუხმო. გლებიც დაუყოვნებლივ გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად. გზაში, მკვლელები წამოეწივნენ ნეტარს და მახვილებით მოუსწრაფეს სიცოცხლე. მისი ცხედარი იქვე, მდინარე სმიადინის პირას მიაგდეს და ზედ ფიჩხები დააყარეს.
უფლის რჩეულის წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: იმ ადგილას ხან ნათლის სვეტი ადგებოდა, ხანაც ანგელოზთა ტკბილი გალობა ისმოდა. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს. გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს იგი თავიანთ ქალაქში.
იაროსლავმა, რომელმაც დაამარცხა სვიტოპოლკი და კიევის დიდ მთავარი გახდა გლების წმიდა ნეშტი ვიშგოროდში გადაასვენა და ბორისის გვერდით დაკრძალა, წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმიდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილები იქ გადააბრძანა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით