https://sputnik-georgia.com/20240806/postv-jurnalistebze-tavdasxmistvis-dakavebuls-patimroba-sheeparda-289351496.html
„პოს ტვ“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებულს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება
„პოს ტვ“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებულს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. 06.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-06T17:38+0400
2024-08-06T17:38+0400
2024-08-06T17:38+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე სამეგრელოს მკვირდრს ბრალდება წარუდგინა.გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ჟურნალისტი და ტელეკომპანიის ოპერატორი იმყოფებოდნენ და სოფლის ერთ-ერთ მკვიდრთან ინტერვიუს ჩაწერა სურდათ.ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე მამაკაცმა ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლეს.დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) მუხლების პირველი ნაწილებით წარედგინა, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
„პოს ტვ“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის დაკავებულს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე სამეგრელოს მკვირდრს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ჟურნალისტი და ტელეკომპანიის ოპერატორი იმყოფებოდნენ და სოფლის ერთ-ერთ მკვიდრთან ინტერვიუს ჩაწერა სურდათ.
ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე მამაკაცმა ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლეს.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) მუხლების პირველი ნაწილებით წარედგინა, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.