https://sputnik-georgia.com/20240806/napicma-msajulebma-braldebuli-damnashaved-cnes-289350207.html
მკვლელობა სოფელ ქეშალოში: ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
მკვლელობა სოფელ ქეშალოში: ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
Sputnik საქართველო
საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. 06.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-06T16:00+0400
2024-08-06T16:00+0400
2024-08-06T16:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181611_0:135:853:615_1920x0_80_0_0_f520ca1e1828e5a47864cf47b2ae924d.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას ეხებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს.სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2022 წელს მათ საერთო ბიზნესსაქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა.2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა.„პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181611_30:123:811:709_1920x0_80_0_0_c1a3ee7a28fca09163f8df1f2cf3313a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
მკვლელობა სოფელ ქეშალოში: ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას ეხებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2022 წელს მათ საერთო ბიზნესსაქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოიშვა.
2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა.
„პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.