https://sputnik-georgia.com/20240806/kvaracxelia-napolistan-kontraqts-gaumjobesebuli-pirobebit-moawers-289352485.html
მედია: კვარაცხელია „ნაპოლისთან" კონტრაქტს გაუმჯობესებულ;ი პირობებით მოაწერს
მედია: კვარაცხელია „ნაპოლისთან" კონტრაქტს გაუმჯობესებულ;ი პირობებით მოაწერს
Sputnik საქართველო
კვარაცხელიამ გუნდში დარჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ნაპოლიში" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე მივიდა. 06.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-06T19:42+0400
2024-08-06T19:42+0400
2024-08-06T19:42+0400
საქართველო
სპორტი
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_0:0:2382:1341_1920x0_80_0_0_2013d983f410fb32ca7a7e093cd60c01.jpg
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმად, მისი ხელფასი ბონუსებთან ერთად 7 მილიონ ევრომდე გაიზრდება, იუწყება გამოცემა Corriere dello Sport.„ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიასთან და მის აგენტთან შეხვედრას გამართავს, რათა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმონ.კვარაცხელიამ გუნდში დარჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ნაპოლიში" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე მივიდა.ქართველი ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად იყო დაინტერესებული საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი. კონტესთან საუბრის შემდეგ კვარაცხელიამ იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა.გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში „ფიორენტინასთან" მისი გოლი მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, კვარახელია კი სეზონის განმავლობაში ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, რამაც მას საშუალება მისცა გამხდარიყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_194:0:2311:1588_1920x0_80_0_0_8c1fbc3217a64323db9b63d093c34a63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
მედია: კვარაცხელია „ნაპოლისთან" კონტრაქტს გაუმჯობესებულ;ი პირობებით მოაწერს
კვარაცხელიამ გუნდში დარჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ნაპოლიში" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე მივიდა.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმად, მისი ხელფასი ბონუსებთან ერთად 7 მილიონ ევრომდე გაიზრდება, იუწყება გამოცემა Corriere dello Sport.
„ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიასთან და მის აგენტთან შეხვედრას გამართავს, რათა აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმონ.
„დე ლაურენტისი კვარაცხელიასთვის ხუთწლიან კონტრაქტს ამზადებს, სასტარტო ხელფასი იქნება სეზონში ხუთი მილიონი ევრო პლუს ბონუსები. ამის გათვალისწინებით, ფეხბურთელის ხელფასი 7 მილიონამდე გაიზრდება", - წერს Corriere dello Sport.
კვარაცხელიამ გუნდში დარჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „ნაპოლიში" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე მივიდა.
ქართველი ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად იყო დაინტერესებული საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი. კონტესთან საუბრის შემდეგ კვარაცხელიამ იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა.
გასულ სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ტურში „ფიორენტინასთან" მისი გოლი მაისის საუკეთესო გოლად აღიარეს, კვარახელია კი სეზონის განმავლობაში ორჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
სერია A-ს პირველ სეზონში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, რამაც მას საშუალება მისცა გამხდარიყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.