სამართალდამცველები ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს გადასახადების დამალვას ედავებიან

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2024
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი-ერთი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 8.810,751 ლარის ოდენობით.
გამოძიება სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0