ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გარდაიცვალა

© courtesy of Soso Tsiskarishviliსოსო ცისკარიშვილი
სოსო ცისკარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2024
გამოწერა
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაწერა სოციალურ ქსელში ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა.
„დღეს, დილით შემატყობინეს, რომ ბატონი სოსო ცისკარიშვილი გარდაიცვალა", - დაწერა ფირალიშვილმა.
სოსო ცისკარიშვილი 1948 წლის 17 სექტემბერს დაიბადა. 1966-1971 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკურ ფაკულტეტზე (კვალიფიკაცია - ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი).
1976-79 წლებში სწავლობდა მოსკოვში, საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიაში (კვალიფიკაცია - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ეკონომისტი).
1988-1989 წლებში იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, 1989 წლიდან - სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაცია „მსოფლიო ლაბორატორიის" გამგეობის თავმჯდომარე.
2006 წლიდან - ევროპული ინტეგრაციის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე. 2008 წლიდან - დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი.
ყველა ახალი ამბავი
0