https://sputnik-georgia.com/20240805/xetyis-ukanono-chra-ivlisis-monacemebi-289335267.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივლისის მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივლისის მონაცემები
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 05.08.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-08-05T16:13+0400
2024-08-05T16:13+0400
2024-08-05T16:13+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირების და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 51 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთში, 2 ფაქტი - ქვემო ქართლში, 2 - შიდა ქართლში, 6 - სამცხე-ჯავახეთში, 2 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 - 5 - იმერეთსა და გურიაში, ერთი კანონდარღვევა კი მცხეთა მთიანეთში.ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 102,874 კუბურ მეტრამდე ხეტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.ამავე პერიოდში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა კახეთში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაურეგისტრირებელი ერთი სახერხი საამქრო გამოავლინეს.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივლისის მონაცემები
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირების და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 51 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთში, 2 ფაქტი - ქვემო ქართლში, 2 - შიდა ქართლში, 6 - სამცხე-ჯავახეთში, 2 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 - 5 - იმერეთსა და გურიაში, ერთი კანონდარღვევა კი მცხეთა მთიანეთში.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 102,874 კუბურ მეტრამდე ხეტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ამავე პერიოდში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა კახეთში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაურეგისტრირებელი ერთი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
„შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 15 კუბური მეტრი სამასალე მერქანი „საქმიან ეზოში“ დასაწყობდა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.